ჯანმრთელობის მდგრადობის მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში - კომპონენტები 2 და 3
Project Description
პროგრამა გააძლიერებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოტენციალს საგანგებო სიტუაციებთან და ძირითად გამოწვევებთან დაკავშირებული პრობლემების დასაძლევად ჯანმრთელობის სფეროში. ამის მისაღწევად დასახულია ორი კონკრეტული მიზანი, რომლებიც ფოკუსირებულია: 1) ჯანდაცვის პერსონალის პოტენციალის და მდგრადობის განმტკიცებაზე; და 2) ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემების გაძლიერებაზე. კერძოდ, პროგრამის ფარგლებში გაუმჯობესდება ჯანდაცვის პოლიტიკა სისტემაში პერსონალის მოზიდვის და შენარჩუნების მიზნით; დაიხვეწება საექთნო და სამედიცინო განათლების სისტემები და კადრების მართვისა და დაგეგმვისთვის საჭირო პროცესები. გარდა ამისა, პროგრამა დაამკვიდრებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკას, განახორციელებს საკანონმდებლო ჩარჩოების რეფორმირებას და უზრუნველყოფს ჯანდაცვის და მოვლის პერსონალს უნარებით, რომლებიც აუცილებელია ფსიქიკური ჯანმრთელობის ხარისხიან სერვისებზე წვდომის გასაუმჯობესებლად. დაგეგმილია ასევე სტიგმის და დისკრიმინაციის დაძლევის ღონისძიებები საერთო-სამთავრობო და საერთო-საზოგადოებრივი სტრატეგიებით, და სექტორთა შორის თანამშრომლობის წახალისება, განსაკუთრებით ჯანდაცვის და კულტურის სექტორებში, ფსიქიკური ჯანმრთელობის და კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით.
Specific Objective
ინიციატივის ზოგადი მიზანია მდგრადი და ურთიერთდაკავშირებული ჯანდაცვის სისტემების მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში საგანგებო სიტუაციების და ძირითადი გამოწვევების მართვის პოტენციალის გასაუმჯობესებლად ამ სფეროში.
Expected Results
1. ჯანდაცვის პერსონალის პოტენციალის და მდგრადობის გაძლიერება ხარისხიანი ჯანდაცვის მომსახურების უზრუნველსაყოფად.
2. ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემების გაძლიერება, მათ შორის მმართველობის, პოტენციალის და უნარების გაუმჯობესება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების პრევენციისა და მართვის სფეროში.
2. ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემების გაძლიერება, მათ შორის მმართველობის, პოტენციალის და უნარების გაუმჯობესება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების პრევენციისა და მართვის სფეროში.
Project documents
Project map
Photo gallery
PROJECT DETAILS
რეგიონალური
Priority Area:
Subsector:
Topic:
აღმოსავლეთ პარტნიორობა, ჯანმრთელობა EaP Countries:
სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველოს, მოლდოვა, უკრაინა Project Status:
მიმდინარე Start Date:
01.10.2024 End Date:
31.03.2027 EU Project Number:
700002272 