Skip to main content

კვლევა: საქართველოდან ევროკავშირის ბაზრებზე საქონლის ექსპორტის სატრანსპორტო სისტემა. 2026

ნოემბერი 13, 2026

წინამდებარე კვლევა შეისწავლის საქართველოს ექსპორტის სატრანსპორტო სისტემას შუა დერეფნისა და ევროკავშირის ქვეყნებთან ვაჭრობის პერსპექტივებისა და შესაძლებლობების გათვალიწინებით.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სატრანსპორტო სისტემის გავლენას მცირე და საშუალო ზომის საწარმოების საექსპორტო შესაძლებლობების რეალიზებაზე.

კვლევაში აღწერილია საქართველოს სატრანსპორტო პოლიტიკა და ინსტიტუციური ლანდშაფტი, მიმოხილულია სატრანსპორტო სისტემის მოდერნიზებისა და განვითარების გზები და ხაზგასმულია ლოგისტიკური გამოწვევები, რომლებიც ხელს უშლის მცირე და საშუალო საწარმოებს სრულად გამოიყენონ ევროპული ბაზრების შესაძლებლობები. 

კვლევაში ასევე წარმოდგენილია მოკლე და საშუალოვადიანი რეკომენდაციები ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის ლოგისტიკის გაუმჯობესებისათვის.

კვლევა მოამზადა ქართულმა კომპანიამ ACT LLC, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ექსპორტის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში.

დამატებითი ინფორმაცია: https://www.undp.org/ka/georgia/publications/transportation-research

გადმოწერე
საქართველოდან ევროკავშირის ბაზრებზე საქონლის ექსპორტის სატრანსპორტო სისტემა. 2026