fbpx
Skip to main content

ვულოცავთ ახალგაზრდა ევროპელ ელჩებს 4 წლის იუბილეს

17/07/2020

ევროკავშირის ახალგაზრდების გაძლიერების ინიციატივა „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ 4 წლის იუბილეს აღნიშნავს და ქსელს ახალი წევრებით აფართოებს. ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მილოცვებს უერთდება და ახალაგზრდა ევროპელი ელჩებისადმი მადლიერებას გამოხატავს.

ინიციატივა 2016 წელს დაიწყო და დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანას მოიცავს – სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა – და მიზნად ისახავს აამაღლოს ცნობიერება ევროკავშირისა და ევროკავშირთან თანამშრომლობის შესახებ. საქართველოში 100-ზე მეტი ახალგაზრდა ევროპელი ელჩია, ამ კვირას კი ქსელს 10 ახალი წევრი შეემატა.

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივა „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს“ პროექტის ნაწილია, რომელიც ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ევროკავშირის „OPEN Neighbourhood“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. ინიციატივა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს  ახალგაზრდებისა და ახალგაზრდულ ორგანიზაციების თანამშრომლობას ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან. გაიგეთ მეტი ინიციატივის შესახებ აქ: Young European Ambassadors