fbpx
Skip to main content

ევროკავშირის მხარდაჭერით ხაშურის ახალი შემოვლითი გზა გაიხსნა

24/08/2020
  • გზის ახალი, 13-კილომეტრიანი მონაკვეთი საქართველოს სტრატეგიული აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის (E60) ნაწილია
  • პროექტი დაფინანსდა ევროკავშირის გარანტიით გაცემული 49.5 მილიონი ევროს ოდენობის EIB სესხით და განხორციელდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ტექნიკური დახმარების სატრასტო ფონდის (The Eastern Partnership Technical Assistance Trust Fund EPTATF(link is external)) მეშვეობით დაფინანსებული ტექნიკური მხარდაჭერით
  • პროექტი ხელს შეუწყობს უფრო უსაფრთხო და სწრაფი სატრანსპორტო კავშირის შექმნასა და მგზავრობის დროის შემცირებასდა ეხმიანება ევროკავშირის ვალდებულებებს დაუჭიროს მხარი საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურისა და მოდერნიზებას.

დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ევროკავშირის, ევროპის საინვესტიციო ბანკისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან ერთად  ზემო ოსიაური – ჩუმათელეთის პროექტის ფარგლებში, გახსნა ხაშურის შემოვლითი გზა, რომელიც საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის (E60) ნაწილს წარმოადგენს.

ხაშურის ახალი შემოვლითი გზა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ხაშურში საცობების შემცირებას. სატრანზიტო მიმოსვლა სრულად გადამისამართდება ახალ გზაზე, რაც, თავის მხრივ, შეამცირებს გადაადგილების დროს, ავტომობილთან დაკავშირებულ ხარჯებს და, აგრეთვე, გაზრდის გზაზე გადაადგილების უსაფრთხოებას, როგორც ხაშურის მაცხოვრებლებისთვის, ასევე მგზავრებისთვის.

ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) სამხრეთ კავკასიის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა მაჩიე ჩურამ განაცხადა: „ევროპის საინვესტიციო ბანკი და ევროკავშირი საგზაო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის უმსხვილეს დაფინანსებას უზრუნველყოფენ, რათა ხელი შეუწყონ მის დაკავშირებას ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან. დღეს გახსნილი გზის მონაკვეთი დაფინანსდა 49.5 მილიონი ევროს ოდენობის EIB სესხით და განხორციელდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ტექნიკური დახმარების სატრასტო ფონდის ფარგლებში უზრუნველყოფილი ტექნიკური მხარდაჭერით. ეს პროექტი წარმოადგენს ევროკავშირის  1-მილიარდიანი დაფინანსების ვალდებულების ნაწილს, რომელიც ემსახურება სატრანსპორტო გზების განვითარებას საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობისა და ეკონომიკური ზრდის სტიმულირების მიზნით“.

ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ასუნსიონ სანჩეზ რუიზმა აღნიშნა: „ევროკავშირი საქართველოს მთავარი პარტნიორი და დონორია, რომელიც მხარს უჭერს ქვეყნის განვითარებას, მათ შორის სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურისა და მოდერნიზების კუთხით. ხაშურის შემოვლითი გზა ამ თანამშრომლობის ნათელი მაგალითია და უზრუნველყოფს უკეთეს სატრანსპორტო კავშირებს ბიზნესისთვის, უსაფრთხო და სწრაფ გადაადგილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის“.

ხაშურის შემოვლითი გზა ზემო ოსიაური – ჩუმათელეთის გზის ნაწილია, რომელიც ორივე მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ შეუერთდება რიკოთის გვირაბს. გზის ეს მონაკვეთი ხაშურის, სურამისა და ჩუმათელეთის შემოვლით გაივლის. აღნიშნული პროექტის ფარგლებში აშენდება 4-ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, განხორციელდება გაძლიერებული ჩასასვლელების, წყლის მილებისა და სადრენაჟო სისტემების მშენებლობა.

ზემო ოსიაური – ჩუმათელეთის მონაკვეთი ქვეყნის მთავარი სატრანზიტო მაგისტრალის განუყოფელი ნაწილია და ამ მონაკვეთის განახლება გაზრდის გზატკეცილის გამტარუნარიანობას, სატრანსპორტო გადაადგილების უსაფრთხოებასა და შეამცირებს გადაადგილების დროს.

საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გაწეული მხარდაჭერის შესახებ:

ევროკავშირისა და საქართველოს ახლო ურთიერთობა ემყარება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას (DCFTA), რომელიც ძალაში შევიდა 2016 წლის ივლისში და მიმართულია პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისკენ. საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერით, პოლიტიკური დიალოგით, თანამშრომლობითა და დახმარების პროგრამებით, ევროკავშირი ერთგული რჩება ძლიერი, დამოუკიდებელი და წარმატებული საქართველოს მხარდაჭერის მიმართ. ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე 160-ზე მეტი პროექტით, ევროკავშირი საქართველოს უმსხვილეს დონორად რჩება.  

ევროპის საინვესტიციო ბანკის შესახებ:

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) ევროკავშირის ბანკია, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის კრედიტორ ინსტიტუციას, ის, აგრეთვე, ერთადერთი ბანკია, რომელიც იმყოფება ევროპის წევრი ქვეყნების(link is external) მფლობელობაში. მის მიერ გაცემული გრძელვადიანი დაფინანსება მიმართულია ევროკავშირის მიზნების ხელშემწყობი ინვესტიციების განხორციელებაზე. EIB, მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირის სხვა ინსტიტუციებთან(link is external) ევროკავშირის პოლიტიკის განსახორციელებლად. EIB, როგორც მოცულობით უმსხვილესი მრავალმხრივი მსესხებელი(link is external) და გამსესხებელი, უზრუნველყოფს ისეთი მდგრადი საინვესტიციო პროექტების საექსპერტო და ფინანსურ მხარდაჭერას, რომლებიც ემსახურება ევროკავშირის პოლიტიკის მიზნებისკენ მიმართულ განვითარებას. EIB-ს აქტივობის 90%-ზე მეტი მიმართულია ევროპაზე,(link is external) თუმცა ასევე მხარს უჭერს ევროკავშირის საგარეო განვითარების პოლიტიკას.(link is external)

EIB-მ და ევროკავშირმა გააერთიანეს ძალები   „DCFTA-ს ინიციატივა აღმოსავლეთი“-ს ფარგლებში, რათა ხელი შეუწყონ ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმომწერი ქვეყნების, კერძოდ კი საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის, ეკონომიკურ განვითარებას ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის გზით, რომელიც ძირითადად მიმართულია აღნიშნული ქვეყნების მცირე და საშუალო საწარმოების დახმარებაზე.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ტექნიკური დახმარების სატრასტო ფონდის (EPTATF) შესახებ:

აღმოსავლეთ პარტნიორობის ტექნიკური დახმარების სატრასტო ფონდი (EPTATF)(link is external) წარმოადგენს კომპლექსურ და მრავალსექტორულ დაფინანსების ინსტრუმენტს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. იგი უზრუნველყოფს ამ ქვეყნებს ცოდნითა და რესურსებით პროექტების მომზადებისა და განხორციელების გაუმჯობესების მიზნით, რაც ხელს უწყობს დაფინანსების მობილიზებას ევროპის საინვესტიციო ბანკის ინვესტიციებისთვის. აღმოსავლეთ პარტნიორობის ტექნიკური დახმარების სატრასტო ფონდი უზრუნველყოფს მაღალი დამატებითი წვლილის შეტანას, რადგან უკეთესი პროექტის მომზადება ზრდის პროექტებისთვის საბანკო დაფინანსების მოზიდვის შესაძლებლობას და ბენეფიციარ ქვეყნებში განვითარებაზე ინვესტიციების გავლენას აუმჯობესებს.

კონტაქტები პრესისათვის:

დუშან ონდრეიჩკა (Dušan Ondrejička)d.ondrejicka@eib.org(link sends e-mail), ტელ.: +352 4379 83334, მობილური: +352 621 459 234
ვებ-გვერდი: www.eib.org/press(link is external) – პრეს-ოფისი: +352 4379 21000 – press@eib.org