fbpx
Skip to main content

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე

03/12/2020

დღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა!

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით შშმ პირები მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 15%-ს შეადგენენ. ისინი იმსახურებენ იგივე უფლებებითა და შესაძლებლობებით სარგებლობას, როგორც ყველა, თუმცა ხშირად უწევთ სირთულეების გადალახვა სკოლებში, სამუშაო ადგილებზე და ყოველდღიურ ცხოვრებაში. სწორი მიდგომისა და ხელშემწყობი საშუალებების არსებობის შემთხვევაში, ამ გამოწვევების დაძლევა შესაძლებელი გახდება. ყოველივე ამის გააზრება წინ გადადგმული პირველი ნაბიჯია.

ევროკავშირი მხარს უჭერს პროექტებს, რომლებიც ეხმარება საქართველოში შშმ პირებს განათლების მიღებაში, დასაქმების ხელშეწყობასა და COVID-19 პანდემიის გადატანაში.

შეიტყვეთ მეტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების შესახებ აქ:

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერა Covid-19-ის კრიზისის დროს – https://bit.ly/33Et5sn
უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და ხანდაზმულებისთვის – https://bit.ly/2I3CemO
თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის – https://bit.ly/33o7UdU
ფსიქიკური აშლილობების და ფსიქო-სოციალური საჭიროებების მქონე პირთა უფლებების მხარდაჭერა საქართველოში – https://bit.ly/2Vug6VJ