ევროკავშირი აღნიშნავს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს
04/12/2020
დღეს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა. ეს დღე შეხსენებაა იმ გამოწვევების შესახებ, რომლებთანაც ქალებს კვლავ უწევთ გამკლავება მსოფლიოში, ევროკავშირსა და საქართველოში.
გენდერული ნიშნით ძალადობა არასდროსაა მისაღები, თუმცა იზოლაციამ და ეკონომიკურმა გამოწვევებმა ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, გაზარდა ქალების მიმართ ძალადობის შემთხვევების რაოდენობა კორონავირუსის პანდემიის დროს.
უყურეთ ქვემოთ ვიდეოს და გაიგეთ მეტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული იმ პროექტების შესახებ, რომლებიც მხარს უჭერენ ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალებს.