fbpx
Skip to main content

კოოპერატივი “კონას” ისტორია

24/03/2020

ოქსფამის წარმომადგენლები კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლავრისხევში, სასოფლო სამეურნეო კოოპერტივ „კონას“ წარმომადგენელს ნატალია ფარცხალაძეს ესტუმრნენ, რომელიც დანარჩენ კოოპერატივის წევრებთან ერთად ბალახეული ჩაის წამოების სრული ციკლის შესახებ სადემონსტრაციო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უძღვებოდა.

სადემონტრაციო დღის მიზანი კოოპერატივ „კონას“ მიერ წარმოებული რამდენიმე ტიპის ჩაის პრეზენტაცია და დეგუსატაცია იყო. კოოპერატივი „კონა“ 5 წევრისგან შედგება, ენპარდის პრგრამის ფარგლებში, ოქსფამისა და მისი კონსორციუმის წევრი ორგანიზაციის ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ მხარდაჭერით, კოოპერატივი 2015 წელს შეიქმნა. ჩვენი დახმარებით კოოპერატივის წევრებმა წვეთოვანი სისტემა და ბალახეული ჩაის წარმოების საწარმო მოაწყვეს.

ბალახეულ ჩაის უკვე მსოფლიოში ათსობით წლებია იყენებენ, როგორც სამკურნალოდ ასევე სიამოვნების მისაღებად. ეს ტრადიცია საქართველოშიც არსებობდა, თუმცა ბოლო საუკუნის გამნმავლობაში უპირატესობას რატომღაც შავ ან მწვანე ჩაის ვანიჭებდით. კოოპერტივის წევრების დაუზოგავი შრომის შედეგად ქართულ ბაზარზე ახალი ადგილობრივი პროდუქტი გაჩნდა. ეს არის არომატული ბალახეულის ჩაი, რომელსაც ნატალია ფარცხალაძე სოფელ ლავრისხევში უკვე ერთი წელია ამზადებს.

„ლავრისხევში გავიზარდე, მთელი ბავშვობა ბებიასთან ერთად დავდიოდი და ვკრეფდი სხვადსხვა ბალახებს, კენკრას, აქაური ასკილის ჩაის მთელი ზამთარი ვსვამდი, რომლის გემო ძალიან დიდხანს გამყვა; წლების შემდეგ სასწავლებლად პარიზში წავედი, სადაც აღმოვაჩინე, რომ არსებობდა ბალახეული ჩაის მოხმარების კულტურა, რაც მანამდე მხოლოდ ბებიაჩემის ჯადოსნობები მეგონა“ -ამბობს ნატალია

გაჩნდა იდეა, სწორედ ის, რაც არის სასარგებლო, თან სასიამოვნო, თან გემრიელი საქართველოში მოეყვანა. ნატალიამ ერთი მუჭა თესლით ნელნელა დაიწყო ექსპერიმენტები თავის პატარა ბაღში, შემდეგ შექმნა კოოპერატი „კონა“, სახელიც შესაბამისად სულხან-საბას იგავარაკის მიხედვით შეარჩია, რომლის შეგონებაც გვეუბნება, რომ ძალა ერთობაშია, სასოფლო სამეურნეო დარგში კოოპერაციის ერთ-ერთი მთავარი პრინციპიც სწორედ ეს არის.

წელს პირველად კოოპერტივმა უკვე გამოიყვანა ჩითილები და სათბურიდან გადმოიტანა ღია ნიადაგში. საბედნიეროდ ყველაფერმა კარგად იხარა, კასპის ჰავა ძალიან მოუხდა ისეთ ბალეხეულ მცენარეებს, როგორიცაა ლავანდა, როზმარინი, მთის ქონდარი, ლიმნის ქონდარი და ა.შ. კომპოზოციების შედგენაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ასევე ფრანგმა და ქართველმა ფიტოთრეპევტებმა, რომლებთანაც კარგი კავშირები აქვს ფერმერს. ჩაის სხვადასხვა კომპოზიციებს განსახვევბული ეფექტი აქვს ზოგი მათგანი, იმუნიტეტის გაძლიერებას, ზოგი მშვიდ ძილს უწყობს ხელს, ზოგიც კიდევ ნასადილევს უნდა მიირთვათ, რომ ხელი შეუწყოს ცხიმების წვას.

ნელ-ნელა კოოპერატივის საქმიანობას უფრო და უფრო სერიოზული სახე მიეცა. გარდა იმისა, რომ ეს კომპოზიციები ძალიან არომატული და გემრიელია, როგორც ავღნიშნეთ საგულისხმოა ისიც, რომ ის სასარგებლო თვისებებითაც გამოირჩევა. „კონას“ მიერ წარმოებული პროდუქტის ინოვაციურობა და მთავარი მახასიათებლებიც სწორედ ეს არის: მარგებელი და გემრიელი ერთდროულად.

კოოპერატივი „კონა“აქტიურად თანამშრომლობს სხვა კოოპერატივებთან, „არის რაღაცეები რაც ჩვენ კომპოზიციებშია და უბრალოდ არ ხარობს კასპში, მაგალითად დეკა, მაგრამ არსებობენ კოლეგა კოოპერატივები, მაგალითად ბარისახოში, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ, ისინი გვიკერეფენ და გვაწვდიან ბალახეულს.

კოოპერატივებს შორის ურთიერთთანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს იძლევა საშუალებას ჩატარდეს საერთო ღონისძიებები და გავცვალოთ ინფორმაციები ახალი ტექნოლოგიების შესახებ.“ ამბობს ნატალია.

მცენარეების მოვლისთვის არ რის საჭირო არანაირი პრეპარატები, მხოლოდ მორწყვა სჭირდება ხოლო წვეთოვანი სისტემა კი ძალიან აადვილებს ამ პროცესს.

საწარმოში მკაცრად არის დაცული სურსათის უვნებლობის სტანდარტები შიგნით შესვლა მხოლოდ ბახილებით, ქუდით და ხალათით არის შესაძლებელი, საშრობი ფუნქციონირებს ტრადიციული მეთოდებით, ყოველგვარი ტექნოლოგიური დანამეტების გარეშე. შრობისთვის ორი ფაქტორია საჭირო ვინტილაცია, რასაც უზრუნველყოფენ ღია ფანჯრებისა და კარებების მეშვეობით და ჩრდილი.

გამშრალი პროდუქტი ტომრებში თავსდება და საწყობში ინახება, რის შემდეგაც მზადდება სხვადასხვა კომპოზიციები, იფუთება და იგზავნება ჩაიხანებში რეალიზაციისათვის.

კოოპერატივის წევრებს სჯერათ რომ „კონას“ აქვს დიდი მომავალი, ეს არის პირველი კოოპერატივი საქართველოში, რომელიც აწარმოებს ბალახეული მცენარეების ჩაის და მომხმარებელს ახალ ცხოვრების წესს სთავაზობს: გემრიელი და სასარგებლო ერთად!