ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სამეწარმეო სკოლის კურსდამთავრებულის მიერ დაფუძნებული ტიხრული მინანქრის სახელოსნო “ჯავარი”
მარტი 24, 2021
გაიცანით ნათია, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სამეწარმეო სკოლის ერთ-ერთი კურსდამთავრებული და ტიხრული მინანქრის სახელოსნოს “ჯავარი” დამფუძნებელი. ნათია ბიზნესს 2018 წლიდან უძღვება. წინა წელს კი ევროკავშირის პროექტის დახმარებით თავისი ბიზნეს გეგმა დახვეწა და სახელოსნოში სკოლა გახსნა, სადაც თავის საქმიანობას ახალგაზრდებს ასწავლის და ასაქმებს კიდეც. დამატებითი მუშახელის დახმარებით, რომლებიც მის სკოლაში გადიან ტრენინგებს, მან წარმოების გაზრდა შეძლო და ახლა უფრო მრავალფეროვანი ნამუშევრების შექმნის შესაძლებლობაც მიეცა.
We use cookies and similar technologies to improve your experience on our website.