EU4Business და EBRD ქართულ ციფრულ სააგენტოს ბრენდის მსოფლიო ბაზარზე დამკვიდრებაში ეხმარება
თუ ვიტყვით, რომ ოსტატად ქცევა ადამიანისგან სრული რესურსის გაღებას მოითხოვს, ციფრულ სააგენტო „ლივინგსტონს“ მთელი გუნდის შემოქმედებითი უნარები შეუსრუტავს, რათა ბაზარზე წამყვან კომპანიან ჩამოყალიბებულიყო. 2010 წელს 4 საუკეთესო მეგობრის მიერ დაარსებული კრეატიული სააგენტოს დასამახსოვრებელი მულტიმედია თუ პარტიზანული მარკეტინგული კამპანიები და სხვა შთამბეჭდავი ნამუშევრები ყოველთვის აუდიტორიის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს.
EU4Business-ისა და EBRD-ის მხარდაჭერით, შემოქმედებითმა გუნდმა მყარი ორგანიზაციული სტრუქტურა შექმნა და მსოფლიო ასპარეზზეც გავიდა.
სწრაფვა გამორჩეულობისკენ
ინტერნეტით დომინირებულ დღევანდელ ინდუსტრიაში აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა სულაც არ არის მარტივი. თუმცა, „ლივინგსტონის“ კრეატიული მარკეტინგული ხერხები თუ სტრატეგიები კონკურენტებს შორის მაინც წარმატებით გამოირჩევა.
წარმოიდგინეთ ტრადიციული ქართული სოფელი, სადაც ზომბები ადგილობრივ ფერმერებთან ერთად მუშაობენ და მათ ყოველდღიურ საქმიანობაში ეხმარებიან. შესაძლოა, ეს აბავი უჩვეულოდ ჟღერდეს, თუმცა ის ნაწილია იმ კამპანიისა, რომელიც ცნობილი სერიალის The Walking Dead ახალი სეზონის დაწყებას ეძღვნებოდა.
„ლივინგსტონმა“, რომელიც, როგორც წესი, თანამედროვე ტენდენციებითა და უნარ-ჩვევებით ხელმძღვანელობს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეც კი სოციალურ მედიას მოარგო. საზოგადო მოღვაწეთა ვირტუალური პროფილების, მათი პოსტების, ადგილმდებარეობისა და ფოტოების მეშვეობით, სააგენტომ ქვეყნის ძირითადი ისტორიული ფაქტები და თარიღები გააცოცხლა.
შემოქმედებითი მიდგომის გარდა, სააგენტო მიღებული ჯილდოებითაც გამოირჩევა. „ლივინგსტონი“ გახდა პირველი ქართული სააგენტო, რომელმაც კანის ლომი, შემოქმედებითი სამყაროს ოსკარი მიიღო.
მსოფლიო აღიარებისკენ
„ლივინგსტონი“, როგორც ადგილობრივი მარკეტინგის გურუ, გლობალურად გაფართოებასაც ყოველთვის ცდილობდა. თუმცა, ახალი კონკურენტებისა და მომხმარებლების არეალში გამოჩენა საერთაშორისო ბაზრის ნიუანსების უკეთ გაანალიზებას საჭიროებდა.
“როგორც საქართველოში ყველაზე დიდ სააგენტოს, ჩვენ საჭირო ოპერაციული პროცედურები უნდა განგვეხორციელებინა ისე, რომ არ დაგვეკარგა ის არსი, რაც “ლივინგსტონს” ასეთ შთამაგონებელ კომპანიად აქცევს. საერთაშორისო ბაზარს თვალყურს ვადევნებდით იმ მიზნით, რომ იქ არსებული მოთხოვნების შესახებ შეგვეტყო და უფრო მეტი მსოფლიო კლასის ბრენდები მოგვეზიდა”, ამბობს ერეკლე ზურმუხტაშვილი, აღმასრულებელი დირექტორი.
სულაც არ არის გასაკვირი, რომ ამ მიმართულებით კომპანიას დაეხმარა EU4Business ინიციატივა, რომელიც მცირე და საშუალო საწარმოებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში აძლიერებს. ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე EBRD–ის პროექტის „კონსულტაცია მცირე ბიზნესისთვის“ ფარგლებში, გუნდი საერთაშორისო კონსულტანტს დაუკავშირდა. კონსულტანტი მათ ახალი მისიის შემუშავებასა და კომპანიის პოლიტიკისა და პროცედურების სახელმძღვანელოს შექმნაში დაეხმარა. შიდა რეორგანიზაციის შედეგად, სააგენტოს მომსახურება მეტად სტრუქტურირდა და მსოფლიო დონის მოთხოვნებს მოერგო.
ახალი საერთაშორისო პროექტების წარმართვის მიზნით, „ლივინგსტონმა“ უკვე წარმატებით ისარგებლა EU4Business-ისა და EBRD-ის მხარდაჭერით და ბერლინში ახალი ფილიალის გახსნას ისახავს მიზნად. გერმანიის დედაქალაქში მოგზაურობის შემდეგ, შემოქმედებითმა სააგენტომ თანამშრომლობა დაამყარა ისეთ გიგანტებთან, როგორებიცაა Siemens, Zeiss, Deutsche Telekom, Netflix და Fox Broadcasting Company. საერთაშორისო კლიენტების მკვეთრმა ზრდამ შემოსავლების გაუმჯობესებაც შესაბამისად განაპირობა.
„რთული წლის მიუხედავად, მართვის მექანიქზმებთან დაკავშირებული ცვლილებები, მკაფიო ხედვა და ადგილობრივ და გლობალურ ბაზრებზე ფოკუსირება ახალ ეტაპზე გადასვლაში დაგვეხმარა“, აღნიშნავს ერეკლე.
ეს მხოლოდ დასაწყისია
შემოქმედებითი მიდგომები და ღიაობა საერთაშორისო თანამშრომლობის გამოწვევების მიმართ არის ის, რაც „ლივინგსტონს“ინოვაციების წამახალისებელი ატმოსფეროს შექმნისკენ უბიძგებს. მრავალფეროვანი ნიჭის მქონე გუნდი, ღია გონება, მოქნილობა და სტრუქტურირებული გზამკვლევი ახალ იდეებს ბადებს, აუდიტორიის ნდობას აძლიერებს და გუნდის წევრებს ინოვაციისკენ უბიძგებს.
”ეს არის ახალი, საინტერესო და რთული მოგზაურობის დასაწყისი, სადაც არის სივრცე უწყვეტი ზრდის, აქტუალურობის შენარჩუნებისა და კორონავირუსის პანდემიის გამოწვევებთან ადაპტირებისთვის. ჩვენ ვამაყობთ იმ გზით, რომელიც „ლივინგსტონმა“აირჩია და აღფრთოვანებით ველით იმას, რაც ჯერ კიდევ წინ არის”, აღნიშნავს ერეკლე.