fbpx
Skip to main content

პანდემია და ლგბტქ(ი) თემი

17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. პანდემიამ, დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა ლგბტქ(ი) თემის წამომადგენლები. მათი უმრავლესობა, ძირითადად მომსახურების სფეროში იყო დასაქმებული, ქვეყანაში დაწესებული რეგულაციების გამო კი კლუბები მეორე წელია არ ფუნქციონირებს, დახურული იყო და კომენდანტის საათის გამო კვლავ შეზღუდვებია კაფეებისა და რესტორნების მუშაობის გრაფიკში. სწორედ ამიტომ ლგბტქ(ი) თემის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მათი უმრავლესობა სამსახურის გარეშე დარჩა.

იულია  37 წლის ტრანსგენდერი ქალია, საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილის მსგავსად, მან პანდემიის შედეგად სამსახური დაკარგა და შემოსავლის გარეშე დარჩა. “პანდემიამდე, გეი კლუბში ვმუშაობდი, ვაკონტროლებდი წესრიგს. ასევე დრაგ შოუებს (საცეკვაო წარმოდგენებს)  ვაკეთებდი. შარშან ყველაფერი რომ დაიხურა, მას მერე უმუშევარი ვარ.  ხან ვინ მეხმარებოდა, ხან ვინ, მერე მივმართე თანასწორობის მოძრაობას და დამეხმარნენ. საკვები ვაუჩერით და ბინის ქირის თანხით. პროფესიული, კულინარიის კურსებიც დამიფინანსეს, მაგრამ ახლა ყველაფერი დაკეტილია და სამსახური ვერ ვიშოვე. ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს და ფიზიკური მუშაობა მიჭირს, ასევე დიდი ბულინგის მსხვერპლი ვარ, ქუჩაში რომ გავდივარ,თავს უსაფრთხოდ ვერ ვგრძნობ.”- გვიყვება იულია.

მძიმე მატერიალურ კრიზისში აღმოჩნდა 26 წლის ნიკოლოზიც, რომელიც ასევე ლგბტქ(ი) თემის წარმომადგენელია. ის პანდემიამდე საკმაოდ მაღალანაზღაურებად სამსახურში, გაყიდვების  მენეჯერად მუშაობდა. პანდემიის შემდეგ გაყიდვები შემცირდა და ნიკოლოზი სამსახურის გარეშე დარჩა. სამსახურის შოვნის პრობლემა მას პანდემიამდე არ ჰქონია, რადგან ტრანსგენდერებისგან განსხვავებით, მას ორიენტაცია გარეგნულად არ ეტყობა.

”18 წლიდან დამოუკიდებლად ვცხოვრობ  და ძალიან გამიჭირდა. მძიმე სიტუაციაში აღმოვჩნდი, უხერხულია წლების შემდეგ მშობლებს რომ თანხას სთხოვ. შემდეგ მაღაზიაში კონსულტანტად დავიწყე მუშაობა, უბრალოდ რთული სამუშაო გრაფიკის გარდა, ანაზღაურება იყო დაბალი. პირობები იყო მძიმე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი რომ გაჩერდა ფეხით დავდიოდი, საკმაოდ შორს იყო და  მივატოვე. ქვეყნიდან წასვლა  გადავწყვიტე,  ამ ქვეყანაში არ არის თავისუფლება არაფერში. პატრულიც კი ჰომოფობიურად არის განწყობილი. არ მინდა სულ ვიმალებოდე, მინდა ოჯახმაც იცოდეს  რომ ამ თემის წევრი ვარ და ვერ ვეუბნები, საკმაოდ ტრადიციული ოჯახია, ვერ გამიგებენ. აქაც არაფერი მაქვს რამე, რომ გამაჩეროს. ამ ქვეყანამ დამღალა, ბევრი რამე გავაკეთე, არასამთავრობო ორგანიზაცია მქონდა, დავდიოდი სკოლებში  და ვუხსნიდი ბავშვებს – რა არის ტოლერანტობა, ლიბერალიზმი, რომ არ უნდა გქვონდეს დაპირისპირება რელიგიის, კულტურის, ეთნიკური კუთვნილების გამო. ყოველთვის საღი აზრის გვერდით ვიდექით და როდესაც 17 მაისი მოვიდა ჩვენ არავინ დაგვიდგა გვერდით.” – გულისწყვეტით აღნიშნავს ნიკოლოზი.

ლგბტქ(ი) თემის წარმომადგენლებს ხშირად ჰომოფობიური ნიშნით არ ასაქმებენ და სწორედ ამიტომ ისინი ხშირად იძულებულნი არიან კომერციულ სექს მუშაკებად დაიწყონ მუშაობა. თუმცა თემის ის წევრები რომლებიც ამ სფეროში იყვნენ დასაქმებულნი, კომენდანტის საათის გამო 9 საათის შემდეგ ქუჩაში ვეღარ გადიან და შემოსავლის ეს წყაროც დაკარგეს. ერთ-ერთი, ვინც ამ ტიპის სამუშაოს ასრულებდა და ახლა სამედიცინო კლინიკაში სანიტრად მუშაობს არის ტრანსგედერი ქალი, 30 წლის გაბრიელა, ის ამავდროულად სწავლას აგრძელებს და ექთნის პროფესიას ეუფლება.

“სანიტრად დავიწყე მუშაობა, მერე დავინტერესდი და თანასწორობის მოძრაობამ დამიფინანსა ერთ წლიანი ექთნის კურსები. ძალიან მომწონს გარემო, ახლა კოვიდ განყოფილებაში ვარ, ჩემს გარდა ამ კლინიკაში კიდევ 6 ლგბტქ(ი) თემის წარმომადგენელი დაასაქმეს. ძალიან კარგი კოლექტივია. პაციენტებთანაც გადასარევი ურთიერთობა მაქვს,  კარგი იქნება თუ სხვა ორგანიზაციებიც მიბაძავენ ამ კლინიკას”

თანასწორობის მოძრაობა, უკვე 10 წელია, საქართველოში ლგბტქ(ი) თემის წარმომადგენლებს აერთიანებს და პანდემიის დაწყებამდე, როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი დავით კახაბერი აღნიშნავს, მათი ძირითადი სამუშაო მიმართულება ლგბტქ(ი) თემისთვის სოციალური და  სამედიცინო სერვისების მიწოდება და ამ სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა იყო, ასევე ორგანიზაციის საქმიანობის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენდა ლგბტქ(ი) თემის მობილიზება,მისი წევრების  პროფესიული   განვითარების ხელშეწყობა და მათი უფლებების ადვოკატირება.

“2020 წელი სავსე იყო გამოწვევებით, მთელი სამუშაოს მოდიფიკაცია მოგვიწია. ჩვენ არ ვართ ჰუმანიტარული ორგანიზაცია და არ გვქონდა მსგავსი გამოცდილება, მაგრამ  2020 წლის თებერვლიდანვე, თემის წევრებს გაუჩნდათ სხვადასხა საჭიროებები და არ იცოდნენ ვისთვის მიემართათ. მოგვმართავდნენ ჩვენ, სამწუხაროდ სახელმწიფო ვერ პასუხობდა მათ გამოწვევებს. 

„ევროკავშირის როლი სწორედ  ის არის , რომ თემის წევრებს ვეხმარებით ვაუჩერებით და ბინის ქირით. ასევე პროექტის ფარგლებში არის ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერისა და სოციალური მუშაკის პროგრამა. არ ველოდით რომ საჭიროება გაიზრდებოდა, მაგრამ იზრდება და იზრდება.” – ამბობს ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი დავით კახაბერი.

იულიამ, ნიკოლოზმა და გაბრიელამ ლგბტქ(ი) თემის სხვა წევრების მსგავსად, “თანასწორობის მოძრაობის” პროექტით ისარგებლეს, რომელიც  ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი 2021 წლის მარტში დაიწყო და მის ფარგლებში უკვე 246 ლგბტქ(ი)თემის წევრმა მიიღო საკვები ვაუჩერი, 134 მათგანს ბინის ქირის თანხა დაუფინანსდა,  16-მა კი სამედიცინო დახმარებით ისარგებლა. საქართველოს მასშტაბით ფსიქოლოგთან კონსულტაცია გაიარა   ლგბტქ(ი) თემის 27-მა წევრმა  სოციალური მუშაკის მხარდაჭერა კი მიიღო  256 -მა ბენეფიციარმა. 

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში,  სერვისები პირველად გახდა ხელმისაწვდომი ბენეფიციარებისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონდან, კერძოდ  ქუთაისიდან, ბათუმიდან დაზუგდიდიდან.  

ადამიანისუფლებებიყველასთვისახალიამბები, ადამიანისუფლებებიყველასთვისისტორია