EBRD-ისა და ევროკავშირის დაფინანსება თიბისი ბანკის მეშვეობით ქართული კომპანიების გასაძლიერებლად
25 მილიონი ევროს ოდენობის სესხი მწვანე და კონკურენტუნარიანი კერძო სექტორისთვის, რომელსაც დაემატება გრანტები
- 25 მლნ ევროს ოდენობის EBRD-ის სესხი კერძო კომპანიებისთვის ქვესესხების გასაცემად
- მსესხებლები ასევე ისარგებლებენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული გრანტებითა და ტექნიკური დახმარებით
- ახალი დაფინანსება ქართული კომპანიების მწვანე საქმიანობის ხელშეწყობისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და ევროკავშირი (EU) თიბისი ბანკთან თანამშრომლობით აფართოებენ მხარდაჭერას საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისათვის (MSME).
EBRD გამოყოფს 25 მილიონ ევროს ოდენობის სესხს ადგილობრივი კომპანიებისათვის ქვესესხების გაცემის მიზნით, საიდანაც სესხის სულ მცირე 70 პროცენტი მიმართულია მწვანე ტექნოლოგიების ინვესტიციების დასაფინანსებლად. ევროკავშირი ავსებს დაფინანსებას გრანტებით და უსასყიდლო ტექნიკური დახმარებით მსესხებლებისათვის EU4Business ინიციატივის ფარგლებში.
EBRD/EU პაკეტი საშუალებას მისცემს კომპანიებს გააუმჯობესონ თავიანთი პროდუქცია და მომსახურება ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად და მოახდინონ წარმოების მოდერნიზაცია, რათა გაიზარდოს კონკურენტუნარიანობა ქვეყანაში და უფრო წარმატებულად იმოქმედონ უცხოურ ბაზრებზე.
მხარდაჭერა ხორციელდება EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის, სომხეთში, მოლდოვასა და უკრაინაში არსებული ერთობლივი დაფინანსების ინსტრუმენტის, ფარგლებში, რომელიც სარგებელს მოუტანს ადგილობრივ ფირმებს მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდის და მწვანე საქმიანობის გაფართოების კუთხით.
2016 წელს პროგრამის დაწყებიდან, 170 კომპანიამ საქართველოში უკვე ისარგებლა ინიციატივით სხვადასხვა სექტორში, მათ შორისაა, წარმოება, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, სამედიცინო მომსახურება და ა.შ.
EBRD წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. ქვეყანაში მუშაობის დაწყების დღიდან, ბანკმა 4 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 265 პროექტში – ფინანსურ, კორპორატიულ და ენერგო სექტორებში, ინვესტიციების 79 პროცენტი კერძო სექტორზე მოდის.
საკონტაქტო პირი
ლორეტა მარტიკიანი; +99 55 7722 1120; martikianl@ebrd.com