fbpx
Skip to main content

დირექტორი ლორენს მერედიტი და ელჩი კარლ ჰარცელი იმერეთსა და აჭარას ესტუმრნენ

22/10/2021

20-21 ოქტომბერს, ლორენს მერედიტი, ევროკომისიის დირექტორი აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობასა და ინსტიტუციური მშენებლობის საკითხებში და კარლ ჰარცელი, საქართველოში ევროკავშრის ელჩი, საქართველოს რეგიონებისთვის ევროკავშირის მხარდაჭერის წარმოსაჩენად იმერეთსა და აჭარას ესტუმრნენ. ვიზიტი შედგა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის შემუშავებულ ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმის კონტექსტში, განსაკუთრებული აქცენტებით შავი ზღვით კავშირების განმტკიცების საკითხებზე.   

ვიზიტისას ლორენს მერედიტმა აღნიშნა, მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი საქართველოში, რათა ხელი შევუწყო ევროკავშირის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმ საზოგადოებისთვის ფართოდ წარდგენას. მომდევნო წლებში, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვიმუშავებთ, ომ დავეხმაროთ საქართველოს მოქალაქეებს მიიღონ წვდომა მაღალი ხარისხის ინტერნეტ კავშირებზე, განვამტკიცოთ კავშირები შავ ზღვის საშუალებით, ხელი შეუწყო ბიზნესს კოვიდ-19ის შემდგომ საქმიანობის აღდგენაში და უზრუნველყოთ, რომ ქვეყანაში ადამიანებმა ისუნთქონ სუფთა ჰაერი.

თავდაპირველად, 20 ოქტომბერს, ლორენს მერედიტი და კარლ ჰარცელი ესტუმრნენ ახალგაზრდა ქალი მეწარმის, ბაია აბულაძის საწარმოს „ბაიას ღვინოს“, რომელიც იმერეთში, სოფელ ობჩაში მდებარეობს. სტუმრებმა დაათვალიერეს ვენახი, საოჯახო მარანი და გაეცნენ ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდებს. ბაიამ სამეწარმეო მხარდაჭერა არაფორმალური განათლების, კონტაქტების დამყარების, გაყიდვებისა და პროდუქციის პოპულარიზაციის სფეროებში მიიღო. ევროკავშირის EU4Business ინიციატივის დახმარებით, მან გაიარა უნარ-ჩვევების გაძლიერების ტრენინგი, მონაწილეობა მიიღო კონფერენციებში, გამოფენებში, ჩაერთო სხვადასხვა ქსელებსა და ექსპორტის ხელშეწყობის ღონსძიებებში ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით. ამჟამად „ბაიას ღვინო“ წელიწადში 18,000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს და ექსპორტზე გააქვს ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის ავსტრიაში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, საფრანგეთში, დანიაში, შვედეთში, ნორვეგიაში და სხვა.

ვიზიტი გაგრძელდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის პატარა სოფელ ზენითში. ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში და ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) თანამშრომლობით, ევროკავშირი, ზენითის მსგავს სოფლად მცხოვრებ 1,000 თემს მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომაში დაეხმარება. დირექტორი მერედიტი და ელჩი ჰარცელი შეხვდნენ მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს და პროექტის ინიციატორს და დაგეგმილი სამუშაოების მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრეს.

ვიზიტის პირველი დღე დასრულდა ციხისძირში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში. ლორენს მერედიტი და კარლ ჰარცელი ეწვივნენ ადგილობრივ რესტორანს „შუქურა“, რომელსაც აჭარა ჯგუფი მართავს. რესტორანში ახლახანს ხუთი სმენის არ მქონე ახალგაზრდა დასაქმდა. მათ ეს შესაძლებლობა ევროკავშირის Skills4Jobs პროგრამის ფარგლებში ორგანიზებული ბათუმის დასაქმების ფორუმის დახმარებით მიეცათ.

ვიზიტის მეორე დღე, 21 ოქტომბერი, სტუმრებმა ბათუმში გაატარეს. დილით, ლორენს მერედიტი და კარლ ჰარცელი მივიდნენ ტრაგედიის ადგილზე, სადაც 8 ოქტომბერს საცხოვრებელი შენობა ჩამოინგრა.

ვიზიტი ბათუმის პორტში გაგრძელდა, სადაც თამარ იოსელიანმა, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა  ევროკავშრის მხარდაჭერით შემუშავებული საქართველოს პირველი საზღვაო სტრატეგია წარადგინა. პორტის ობიექტების დათვალიერებისას, ლორენს მერედიტმა და კარლ ჰარცელმა ხაზი გაუსვეს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის მოსალოდნელ შედეგებს შავი ზღვის სატრანსპორტო კავშირების განვითარების კუთხით.

ამის შემდეგ დელეგაცია ესტუმრა წარმატებულ ადგილობრივ სამშენებლო კომპანიას „ნოვა“, რომელმაც საკუთარი წარმოება EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის დახმარებით გააფართოვა. ევროკავშირის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ერთობლივი მხარდაჭერა კომპანიას დაეხმარა წარმოების მოცულობისა და საწარმოს ფართობის გაზრდაში, აგრეთვე ახალი აღჭურვილობის შეძენაში, რომელიც შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს, როგორც გარემოსდაცვითი, ასევე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის კუთხით. კომპანიამ ასევე ისარგებლა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EBRD-ის საკონსულტაციო მომსახურებით, რის შედეგადაც შექმნა მართვის საინფორმაციო სისტემები, გააუმჯობესა ლოგისტიკა და საერთაშორისო შესყიდვები. შეხვედრის დროს ლორენს მერედიტმა და კარლ ჰარცელმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს იმ დახმარებაზე, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს კოვიდ-19-ით შექმნილი კრიზისის დასაძლევად უწევს. ევროკავშირის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმაში გათვალისწინებულია მცირე და საშუალო ზომის კომპანიების მხარდაჭერის გაძლიერება იმისათვის, რომ მათ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) სარგებლის სრულად მიღება შეძლონ.

ორდღიანი პროგრამა დასრულდა ღონისძიებით „შავი ზღვა – საუბრები კავშირების განმტკიცებაზე“, რომელიც პირველად ჩატარდა. პანელურ დისკუსიაზე, დირექტორმა მერედიტმა და ელჩმა ჰარცელმა, აგრეთვე ევროპის საინვესტიციო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა, ადგილობრივ ახალგაზრდებთან და მეწარმეებთან ერთად, ისაუბრეს საკუთარ ხედვებზე შავი ზღვის მომავალთან დაკავშირებით. დისკუსია წარიმართა საქართველოში ევროკავშირის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმის გარშემო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სატრანსპორტო, ციფრულ და გარემოსდაცვით საკითხებს. კოვიდ-19-ის მიზეზით დაწესებული შეზღუდვების გამო, ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა. მას მონაწილეთა მცირე რაოდენობა ესწრებოდა. ღონისძიების ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ევროკავშირის წარმომადგენლობის Facebook-ის გვერდზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

  • თამარ მიქაძე, პრესისა და ინფორმაციის სამსახური, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu, 599 533031
  • ინგა ნიკაგოსიანი, პროექტის ხელმძღვანელი, EU4Georgia III, inga@commwithus.eu, 577 293979