ევროკავშირი მასპინძლობს ექსპერტთა დისკუსიებს საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ
სამი ექსპერტი ევროპულ საკითხებში ქართველ ექსპერტებთან, მედიის წარმომადგენლებსა და ახალგაზრდებთან ერთად განიხილავენ ქვეყნის ევროპულ და სამომავლო განვითარების გზებს.
16-18 ნოემბერს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ უმასპინძლა ღონისძიებების სერიას საქართველოს ევროპული პერსპექტივის საკითხებზე. დისკუსიებში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა ევროპულ საკითხებში: პროფ. სტივენ ბლოკმანსმა, დოქტორმა თინათინ ახვლედიანმა და პროფ. კრისტოფ ჰილიონმა.
ორივე ღონისძიების მსვლელობისას ექსპერტებმა საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს ადგილობრივ ექსპერტებს, აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოების, ანალიტიკური წრეებისა და ქართული მედიის წარმომადგენლებს.
სტუდენტებისა და ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ჯგუფი ექსპერტებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პანელური დისკუსიის ფორმატში შეხვდა. ღონისძიების პირდაპირი ტრანსლაციის დროს შეკითხვები და კომენტარები ონლაინ მონაწილეებისგანაც შემოვიდა.
მეტი ინფორმაცია საქართველოს ევროპული პერსპექტივის ან თორმეტი პრიორიტეტის შესახებ, იხილეთ აქ.
სრული პირდაპირი ტრანსლაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://fb.watch/gTm2Yg3GeD/