fbpx
Skip to main content

ევროკავშირის დაფინანსებული GESR პროექტი ენერგოეფექტურობის საკითხების გაშუქების თემაზე მედიის მენტორობის პროგრამას იწყებს საქართველოში

05/04/2024

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამა (GESRP)  მოხარულია გამოაცხადოს სამდღიანი მედიის მენტორობის პროგრამა “ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების საკითხების გაშუქება საქართველოში”. GESRP პროგრამაში მონაწილეობისთვის პროექტი იწვევს ქართულ მედიაში მომუშავე ჟურნალისტებს, პროდიუსერებსა და მედია სპეციალისტებს. აღნიშნული პროგრამა, მონაწილეებს სთავაზობს შესაძლებლობებისა და უნარ-ჩვევების განვითარებას ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიებისა და კლიმატის ცვლილების საკითხების გაშუქებისათვის.

ევროკავშირის დაფინანსებული მენტორობის პროგრამის მთავარი მიზანია, მონაწილეებს საშუალება მისცეს, შექმნან დამაჯერებელი და თემატური მედია კონტენტი საქართველოში ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიებისა და კლიმატის ცვლილებაზე მათი გავლენის საკითხებთან დაკავშირებული ინიციატივებისა, ამ მიმართულებით ქვეყნის პროგრესისა და საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ. პროგრამის დასასრულს, თითოეულმა მონაწილემ უნდა მოამზადოს მედია პროდუქტი, როგორიცაა – სტატიები, ვიდეომასალა, რეპორტაჟები, ინფოგრაფიკა, პოდკასტი, მულტიმედიური პრეზენტაციები და ა.შ.  ნამუშევრები უნდა მომზადდეს და შესაბამის მედია პლატფორმებზე გამოქვეყნდეს მენტორობის დასრულებიდან 1 თვის ვადაში.

მენტორობის პროგრამის შედეგად გამოქვეყნებულ მედია პროდუქტებს შეაფასებს ჟიური და გამოავლენს 3 გამარჯვებულს, რომელთაც გადაეცემა ფასიანი პრიზები. 

მენტორობის პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეებისთვის  თემატური მეიდა ტური გაიმართება, რომლის ფარგლებშიც მედიის წარმომადგენლები გაეცნობიან კერძო სექტორის მიერ დანერგილ ენერგოეფექტურ პრაქტიკებსა და რეფორმის/ცვლილებების გავლენას მათ საქმიანობაზე.

ორდღიანი პროგრამა გაიმართება 2024 წლის 19-21 აპრილს,  წინანდლის მამულში, სასტუმრო რედისონ ქოლექშენში. პროგრამა ჩატარდება ქართულ და ინგლისურ ენებზე, ასევე უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი. მენტორობის პროგრამაში მონაწილეობა არის უფასო და პროექტი სრულად დაფარავს ტრანსპორტირებისა და სასტუმროში განთავსების ხარჯებს. 

პროგრამის ფარგლებში, შერჩეულმა მონაწილეებმა დამოუკიდებლად უნდა შეიმუშაონ და წარმოადგინონ მედია პროდუქტები, რომლებიც მიეკუთვნება შემდეგ საკითხებს:

  1. ასოცირების შეთანხმების ძირითადი ასპექტები ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების მიმართულებით, მიღწეული პროგრესი და სამომავლო ვალდებულებები;
  2. ენერგეტიკული პოლიტიკა და ენერგეტიკისა და კლიმატის ინტეგრირებული გეგმა. რა არის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, რა ღონისძიებების განხორციელება განისაზღვრება ენერგეტიკისა და კლიმატის ინტეგრირებული გეგმით ენერგოეფექტურობის კუთხით;
  3. რას ითვალისწინებს ენერგოეფექტურობის შესახებ და შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ განახლებული დირექტივები? 
  4. ითვალისწინებს რეფორმა ბაზარზე ახალი პროფესიების გაჩენას? როგორ მოხდება კადრების გადამზადება და მათი სერტიფიცირება? 
  5. როგორ მიმდინარეობს მწვანე წყალბადის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება? 

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

აღნიშნული პროგრამა განკუთვნილია საქართველოში რეგისტრირებული  მედია საშუალებების  ჟურნალისტებისთვის, რედაქტორებისა და პროდიუსერებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ, აიმაღლონ თავიანთი პროფესიული ცოდნა ენეფროეფექტურობის, განახლებადი ენერგიებისა და კლიმატის ცვლილების შესახებ საკითხების გაშუქებაში. დაინტერესებულმა კანდიდატებმა განაცხადში უნდა წარმოადგინონ, რომ პროგრამის განმავლობაში შემუშავებული ან შექმნილი მედია პროდუქტები გავრცელდება შესაბამის მედია არხებზე.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ შეავსოთ განაცხადის ფორმა: https://forms.gle/ZUAmWA4Mwg8LWnrY6 

განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა, 2024 წლის 8 აპრილი. 

გადმოწერეთ, მედია პროდუქტის გამოქვეყნების ვალდებულების ფორმა

შეკითხვების ან დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე: marie.kikvadze@gopa-intec.de  

ევროკავშირის შესახებ: 

30 წელზე მეტია ევროკავშირს საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს. ქვეყნის განვითარებას ევროკავშირი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით და ექსპერტული, ინოვაციებისა და ფინანსური მხარდაჭერის გზით ახორციელებს. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა  მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საერთო ღირებულებებს ეფუძნება. საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://eu4georgia.eu/the-european-union-in-georgia/

პროექტის შესახებ: 

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით “საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამა” 2021 წლიდან ხორციელდება. პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის დახმარებას ენერგეტიკულ სექტორში რეფორმების განხორციელებისა და იმ ვალდებულებების შესასრულებლად, რომელიც საქართველოს, როგორც ენერგეტიკული გაერთიანების წევრ ქვეყანას ეკისრება შემდეგი მიმართულებებით: ენერგოეფექტურობა, შენობების ენერგოეფექტურობა, განახლებადი ენერგიების წახალისება და ენერგეტიკული ბაზარი.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდით: 
მარი კიკვაძე, კომუნიკაციების ექსპერტი, GESRP
ტელ: 577 95 90 20, E-mail: marie.kikvadze@gopa-intec.de