fbpx
Skip to main content

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროქტი – EU4Youth: ახალგაზრდების ჩართულობა და გაძლიერება, საქართველოში არსებული ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის აცხადებს საგრანტო კონკურსს.

31/05/2024

საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს, გააუმჯობესოს საქართველოში არსებული ახალგაზრდული ეკოსისტემა და ხელი შეუწყოს ახალგაზრდული საქმიანობის განვითარებას. კონკურსი იწვევს ახალაგაზრდობის საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, განსაკუთრებით მუნიციპალურ დონეზე არსებულ ორგანიზაციებს, წარმოადგინონ ინოვაციური წინადადებები ახალგაზრდების ჩართულობის გაუმჯობესებისთვის.

საპოროექტო წინადადების წარმოდგენა შესაძლებელია ორი თემატური მიმართულებით:

  1. კლიმატის ცვლილება და გარემოს დაცვა;
  2. ახალგაზრდების ინკლუზია.

საპროექტო ინიციატივის ბიუჯეტი არ უნდა ცდებოდეს 15,000 ევროს.

წარმოსადგენი დოკუმენტების სია:

  1. ინიციატივის ნარატიული აღწერა (საგრანტო წინადადება);
  2. ბიუჯეტი;
  3. პროექტში ჩართული ადამიანების CV
  4. ორგანიზაციის რეგისტრაციის ცნობა.

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა ჩამოთვლილი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ შემდეგ მეილზე: natela.lagurashvili@giz.de, სათაურით Application_ EU4Youth_Name of the NGO. განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 26 ივნისი, 2024.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, გაეცნოთ საგრანტო სახელმძღვანელოს შემდეგ ბმულზე: https://shorturl.at/foCY8

საგრანტო კონკურსთან დაკავშირებული კითხვების გაგზავნა შესაძლებელია ელ. ფოსტაზე – natela.lagurashvili@giz.de; ასევე, 29 მაისსა და 12 ივნისს გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები. ბმულები ხელმისაწვდომია საგრანტო სახელმძღვანელოში.

საგრანტო კონკურსი ცხადდება „EU4Youth: ახალგაზრდების ჩართულობა და გაძლიერება“, პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით (BMZ).