fbpx
Skip to main content

ფოტოგამოფენა „10 წელი ფოკუსში“ თბილისის ევროპის დღის ფარგლებში

09/05/2025

„10 წელი ფოკუსში“ მოძრავი ფოტოგამოფენაა, რომელიც სტუმრებს ბოლო ათწლეულში საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებზე უყვება. გამოფენა თბილისის ევროპის დღეზე იყო წარმოდგენილი და ხაზს უსვამდა როგორც ვიზუალური თხრობის ხელოვნების ძალას, ისე თავისუფალი, დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობას.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ გამარჯვებული ფოტოჟურნალისტების ნამუშევრები და საქართველოს უახლეს ისტორიასა და მისი ხალხის გამძლეობას, გამოწვევებსა და წარმატებებს ასახავდა.

გამოფენა კიდევ ერთხელ ცხადყოფს ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას გამოხატვის თავისუფლების, მედიის დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი საქართველოში.