
საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს ევროკავშირი ხარისხიანი განათლების მიღებასა და პიროვნულ და პროფესიულ ზრდაში უწყობს ხელს. ევროკავშირი, მისი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამის, Erasmus+-ის მეშვეობით, საქართველოს სტუდენტებსა და მასწავლებლებს ევროპის უნივერსიტეტებთან მყარი კავშირების დამყარებაში ეხმარება. 2014 წლიდან დღემდე Erasmus+-ის გაცვლით პროგრამაში 11,000-ზე მეტმა სტუდენტმა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. ამ მაჩვენებლით საქართველო იმ ქვეყნების პირველ ათეულში მოხვდა, რომლებმაც ბოლო ათი წლის განმავლობაში Erasmus+-ის პროგრამით ყველაზე მეტად ისარგებლეს.
საქართველოში, თბილისში ფუნქციონირებს „ევროპული სკოლა“ – საშუალო სკოლა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყნის მოსწავლეებს მაღალი ხარისხის განათლებას სთავაზობს, ზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობებს და ხელს უწყობს ევროკავშირისა და რეგიონში მისი საქმიანობის უკეთ გაგებას ევროპული მიმართულების საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამაზე წვდომის უზრუნველყოფის გზით.
ევროკავშირის მიზანია, ხელი შეუწყოს ფორმალური და არაფორმალური განათლების გაუმჯობესებას და ახალგაზრდებისათვის შრომის ბაზარზე ინტეგრაციისთვის საჭირო პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობების გაზრდას. ბოლო 12 წლის განმავლობაში ევროკავშირი თანამშრომლობდა საქართველოს მთავრობასთან დასაქმების შუამავალი სერვისებისა და უნარების განვითარების მიმართულებით. შედეგად სამუშაოს 30,000 მაძიებელი შესაბამის სამუშაო ადგილზე დასაქმდა. ევროკავშირი მუშაობს მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ჯგუფებთანაც იმისათვის, რომ ყველა ახალგაზრდას, მათ შორის იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც არ აქვთ წვდომა შესაძლებლობებზე, საკუთარი უნარების განვითარებაში, ეკონომიკური კუთხით გააქტიურებასა და საკუთარ თემებთან მუშაობაში დაეხმაროს.
ევროკავშირის მხარდაჭერა ახალგაზრდებს
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა ERASMUS+
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა ERASMUS+
ტექ-კლუბები კახეთში
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი “მწვანე გურია”
ევროკავშირის მხარდაჭერა მწვანე მეწარმეობის განვითარებას
ევროკავშირის ინიციატივა “ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის”
ციფრული ჰაბები ახალქალაქში
ევროკავშირის მხარდაჭერა სათემო აქტივიზმის განვითარებას გურიაში
გიორგი ფაცაცია – დოქტორანტი

შესაძლებლობები და უნარები: EU4Youth პროგრამის ხუთწლიანმა საქმიანობამ საქართველოში ათასობით ახალგაზრდას მოუტანა სარგებელი

გზა წარმატებისკენ: ინიციატივა, რომელიც ახალგაზრდებს პროფესიული ცხოვრების დაწყებაში ეხმარება

ევროკავშირის დაფინანსებული სოციალური საწარმო-სასწავლო ცენტრი „გარისელი“ ოფიციალურად გაიხსნა

ევროკავშირი წარადგენს „წიგნების თარო ევროპის შესახებ“ საგანმანათლებლო ინიციატივას საქართველოს რეგიონებში, რაც ახალგაზრდებს ინტერაქციულ სწავლაში ჩართავს

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივა მნიშვნელოვან პროგრესს აღწევს საქართველოში დასაქმებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით

პროექტის “ახალგაზრდა ლიდერები კლიმატის ცვლილებებისათვის” მონაწილეების შერჩევის მიზნით “ჰელფინგ ჰენდი” კონკურს აცხადებს!
