fbpx
Skip to main content

განცხადებები პრესისთვის – ევროკავშრის ელჩი კარლ ჰარცელი ევროკავშირის პროექტების სანახავად კახეთს ეწვევა

11-12 ნოემბერს, კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში გაემგზავრება კახეთში, რათა ხაზი გაუსვას ევროკავშირის მიერ რეგიონის მხარდაჭერას. ელჩი ჰარცელი ეწვევა სხვადასხვა ადგილს ყვარელში, თელავსა და პანკისში და შეხვდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ბენეფიციარებს. ვიზიტების თემები შეეხება ენერგოეფექტურობას, ბიზნესისა და მეწარმეობის მხარდაჭერას, ეკონომიკურ და სოფლის განვითარებას და სხვა.

იხილეთ სრულად

11 ნოემბერს, 12:30 სთ, განცხადებები გაკეთდება ყვარელში. მედიას ვიწვევთ ყვარლის ევროკლუბში, სადაც ელჩი ჰარცელი დაესწრება კლუბის დაარსებიდან ორი წლის აღსანიშნავ ღონისძიებას.

მისამართი: ილია ჭავჭავაძის #49, ყვარელი

იმავე დღეს, ელჩი ჰარცელი ეწვევა ევროკავშირის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ EU4Business-ის ინიციატივის ფარგლებში მხარდაჭერილ ენერგოეფექტურ პროექტებს:

  • სასტუმრო ყვარლის ტბას, რომელიც განახლდა ენერგოეფექტურობის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის სტანდარტების შესაბამისად;
  • ასკანელი ძმების მეღვინეობას, რომელსაც მხარდაჭერა გაეწია სურსათის უვნებლობის, ენერგოეფექტურობის, ნარჩენების მართვის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტების გასაუმჯობესებლად;
  • სასტუმრო ჰოლიდაი ინნ-ს თელავში, რომელიც განახლდა და აღიჭურვა ენერგოეფექტური სისტემებით, ასევე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის სტანდარტების შესაბამისად.

12 ოქტომბერს, ელჩი ჰარცელი

  • გახსნის იყალთოს საბავშვო ბაღს, რომელიც სრულად განახლდა და აღიჭურვა ენერგოეფექტური სისტემებით ევროკავშირის მერების შეთანხმების სადემონსტრაციო პროექტის ფარგლებში;
  • ეწვევა სწავლებისა და დასაქმების ხელშემწყობ ცენტრს, რომელიც მხარდაჭერილია ევროკავშირის Skills4Jobs პროგრამის ფარგლებში;
  • გახსნის მედიაწიგნიერების ცენტრს პანკისი მასწავლებლებთან ერთად;
  • შეხვდება ქალთა საბჭოს პანკისში, ახმეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წევრებთან ერთად.

ვიზიტის შესახებ ინფორმაცია განთავსდება EU4Georgia-ს ვებგვერდზე: https://eu4georgia.ge/mediacorner/

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

  • თამარ მიქაძე, პრესისა და ინფორმაციის სამსახური, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, Mikadze@eeas.europa.eu, 599 533031
  • ინგა ნიკაგოსიანი, პროექტის ხელმძღვანელი, EU4Georgia III, inga@commwithus.eu, 577 293979

მასალა მედიისთვის

ევროკავშირის ელჩმა კახეთში, სოფელ იყალთოში, ენერგოეფექტური საბავშვო ბაღი გახსნა

2021 წლის 12 ნოემბერს, ევროკავშირმა და თელავის მუნიციპალიტეტმა ოფიციალურად გახსნეს პირველი ენერგოეფექტური საბავშვო ბაღი კახეთში, რომლის განახლება და თბოიზოლაცია ევროკავშირის დახმარებით განხორციელდა. ბიომასის ენერგიის ტექნოლოგიის გამოყენებით, საბავშვო ბაღი ზამთარში სრულად გათბება და ამავდროულად ხარჯების 60%-საც დაზოგავს.

წაიკითხეთ სრულად

საბავშვო ბაღის გახსნის ოფიციალური ცერემონია ენერგოეფექტურობის საკითხებზე ევროკავშირის მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის „მეტი სარგებელი ნაკლები დანახარჯით“ და ევროკავშირის ელჩის კახეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

„ენერგოეფექტურობა საქართველოში ევროკავშირის საქმიანობის პრიორიტეტია. ამ საბავშვო ბაღისთვის ჩვენ ვიყენებთ ინოვაციურ ტექნოლოგიებს და ნარჩენებს ვენახებიდან, კერძოდ წალამს, რაც გათბობის იაფი და კარგი საშუალებაა. ამ მეთოდის მეშვეობით, ნაკლები ენერგიისა და ნაკლები ფინანსური რესურსების გამოყენებით, ჩვენ უკეთეს და ჯანსაღ გარემოს ვუქმნით ბავშვებს. ევროკავშირი კვლავაც მხარს დაუჭერს ენერგოეფექტურობის საკანონმდებლო რეფორმას და ისეთი ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავებას, როგორიც აქ იყალთოშია,“ – განაცხადა ელჩმა ჰარცელმა გახსნის ცერემონიაზე.

„მერების შეთანხმების პროგრამის ფარგლებში, სოფელ იყალთოს საბავშვო ბაღის სრული მოდერნიზაცია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენებით, არის წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. აღსანიშნავია თელავის #1 საბავშვო ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიც, რომლის დასრულების შემდეგ, ბაღის გასათბობად ასევე სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებს გამოვიყენებთ. მადლობას ვუხდი ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში და ყველა იმ მხარეს, რომელიც აქტიურად არის ჩართული ამ მნიშვნელოვანი პროექტის ეფექტურ განხორციელებში,“ – განაცხადა თელავის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა.

ორი წლის წინ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საბავშვო ბაღი გასათბობად შეშას იყენებდა. ზამთარში შენობის მხოლოდ 40% თბებოდა. ვითარება მას შემდეგ შეიცვალა, რაც საბავშვო ბაღის შენობას, სხვა ობიექტებთან ერთად, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ბიომასის ენერგია და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, როგორც მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებები მერების შეთანხმების ხელმომწერი ქალაქებისთვის“ ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. აღნიშნული პროექტი საქართველოს ენერგოეფექტურობის ცენტრმა თელავის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით განახორციელა.   

„ეს პროექტი, რომელიც ევროკავშირის დახმარებით განვახორციელეთ, თვალსაჩინოს ხდის, თუ რა როლი შეიძლება ითამაშონ მუნიციპალიტეტებმა ქვეყნის საერთაშორისო კლიმატური ვალდებულებების შესრულებაში და ასევე წარმოვაჩინეთ ენერგოეფექტურობისა და ადგილობრივი ბიომასის როლი და პოტენციალი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ამაღლების პროცესში,“ – განაცხადა ენერგოეფექტურობის ცენტრის დირექტორმა, გიორგი აბულაშვილმა.

ამჟამად, ევროკავშირის დახმარებით, იყალთოს საბავშვო ბაღის შენობა მთლიანად თბება ენერგიის განახლებადი წყაროს, კერძოდ, წალმის (ვაზის ნასხლავის) გამოყენებით, რომელიც კახეთში უხვად მოიპოვება. სათბობად ბიომასის გამოყენება ამცირებს როგორც სათბურის გაზების გამოფრქვევას, ასევე ხარჯებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებდა შენობის თბოიზოლაციას, მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის გამათბობლის, ქსელთან მიერთებული მზის მიკრო ელექტროსადგურისა და ენერგოეფექტური ფანჯრების მონტაჟს, აგრეთვე არსებული ნათურების LED სანათებით ჩანაცვლებას. ჯამში, ენერგოხარჯები 60%-ით შემცირდება. გარდა ამისა, ევროკავშირმა მუნიციპალიტეტს გადასცა ორი ტრაქტორი, ბიომასის შემგროვებელი და გადამამუშავებელი სპეციალური ტექნიკა, რითაც ხელი შეუწყო განახლებადი ენერგიის მიწოდების ჯაჭვის შექმნას.

იყალთოს საბავშვო ბაღის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ საბავშვო ბაღის ადმინისტრაცია, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციები და თელავის მუნიციპალიტეტისა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

  • თამარ მიქაძე, პრესისა და ინფორმაციის სამსახური, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, 599 533031, Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu
  • ინგა ნიკაგოსიანი, პროექტის ხელმძღვანელი, EU4Georgia III, 577 293979, inga@commwithus.eu

მასალები მედიისთვის

ევროკავშრის ელჩი კარლ ჰარცელი კახეთში, სოფელ იყალთოში, ენერგოეფექტურ საბავშვო ბაღს გახსნის

12 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში, ოფიციალურად გახსნის ადგილობრივ საბავშვო ბაღს, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით სრულად განახლდა. შენობაში გატარდა ენერგოეფექტურობის ღონისძიებები და დაინერგა მდგრადი ენერგიის გადაწყვეტილებები. ოფიციალური გახსნა გაიმართება ევროკავშირის ენერგოეფექტურობის შესახებ მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის და ევროკავშირის ელჩის კახეთში ვიზიტის ფარგლებში.

წაიკითხეთ სრულად

განცხადებები მედიისთვის გაკეთდება 10:00 სთ-ზე, იყალთოს საბავშვო ბაღის ეზოში. მედიის წარმომადგენლებს ველით 09:45 სთ-დან.

მისამართი: სოფელი იყალთო, თელავის მუნიციპალიტეტი

გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრებიან საბავშვო ბაღის ადმინისტრაცია, პროექტის განმახორციელებელი პარტნიორები, თელავის მუნიციპალიტეტისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.  იყალთოს საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია და თერმომოდერნიზება მხარდაჭერილია ევროკავშირის პროექტის „ბიომასის ენერგია და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები როგორც მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებები მერების შეთანხმების ხელმომწერი მუნიციპალიტეტებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ენერგოეფექტურობის ცენტრი – საქართველო, თელავის მუნიციპალიტეტთან პარტნიორობით. პროექტის შედეგად, საბავშვო ბაღის შენობა სრულად თბება, ხოლო მასთან დაკავშირებული ხარჯები 60%-ით მცირდება. ამასთან, უმჯობესდება ჰაერის ხარისხი და მცირდება სათბურის გაზების გამოფრქვევა.

ინფორმაცია იყალთოს საბავშვო ბაღის გახსნისა და ელჩის კახეთში ვიზიტის შესახებ  განთავსდება EU4Georgia-ს ვებგვერდზე: https://eu4georgia.ge/mediacorner/

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

  • თამარ მიქაძე, პრესისა და ინფორმაციის სამსახური, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, Mikadze@eeas.europa.eu, 599 533031
  • ინგა ნიკაგოსიანი, პროექტის ხელმძღვანელი, EU4Georgia III, inga@commwithus.eu, 577 293979

ევროკავშრის ელჩი კარლ ჰარცელი ევროკავშირის პროექტების სანახავად კახეთს ეწვევა