fbpx
Skip to main content

დისქლეიმერი


ევროკომისიის ამ ვებსაიტის მიზანია საზოგადოებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახადოს ინფორმაცია ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შესახებ. 

ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ ამ ინფორმაციის დროულობა და სიზუსტე, რომელსაც ძირითადად მოვიპოვებთ ღია წყაროებიდან, ინფორმაციის გავრცელების ოფიციალური არხებიდან, ასევე,პროექტების უახლესი ინფორმაციის მონიტორინგის საშუალებით. ინფორმაცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მიმდინარე და დასრულებული პროექტების შესახებ აღებულია უშუალოდ EUDIGITOOL მონაცემთა ბაზიდან, სადაც ინფორმაცია შეჰყავთ თავად პროექტის განმახორციელებლებს. შევეცდებით გავასწოროთ ვებსაიტზე არსებული ყველა შეცდომა, რომლის შესახებაც მივიღებთ ინფორმაციას.  თუმცა, ევროკავშირი არ იღებს პასუხისმგებლობას ან ვალდებულებას ინფორმაციის სიზუსტეზე, რომელიც ამ ვებსაიტზეა ხელმისაწვდომი.

აღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ ზოგადი ხასიათისაა და არ ეხება  რომელიმე კონკრეტული ადამიანის ან ორგანიზაციის კონკრეტულ შემთხვევებს. ეს ინფორმაცია შესაძლოა არ იყოს ყოვლისმომცველი და სრულყოფილი, და ის ზოგჯერ უკავშირდება გარეშე ვებგვერდებს, რომლებსაც ევროკავშირი ვერ აკონტროლებს და შესაბამისად არ იღებს პასუხისმგებლობას ან ვალდებულებას იმ პროფესიულ ან სამართლებრივ რეკომენდაციებზე, რომლებიც აღნიშნულ ვებსაიტებზეა განთავსებული. თუ თქვენ გჭირდებათ კონკრეტული რეკომენდაციები, უმჯობესია ყოველთვის მიმართოთ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალს.

როდესაც ვებსაიტის EU4Georgia.eu სტუმრები ბმულის საშუალებით გადადიან ნებისმიერ გარეშე ვებსაიტზე, ისინი ტოვებენ ვებსაიტს EU4Georgia.eu და ექვემდებარებიან გარეშე ვებსაიტების Cookie ფაილების გამოყენების, კონფიდენციალურობისა და სამართლებრივ პოლიტიკას. ვებსაიტთან EU4Georgia.eu დაკავშირებული გარეშე ვებსაიტების მონაცემთა დაცვის და ხელმისაწვდომობის მოთხოვნების დაკმაყოფილება სცდება ევროკავშირის კონტროლის ფარგლებს, და ის სრულად გარეშე ვებსაიტების პასუხისმგებლობას წარმოადგენს.

ვებსაიტის EU4Georgia.eu ბმულის საშუალებით ნებისმიერ სხვა გარეშე ვებსაიტთან დაკავშირება ხდება დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, რომელიც აუმჯობესებს ვებსაიტზე EU4Georgia.eu ხელმისაწვდომ ინფორმაციას. ბმულის საშუალებით დამატებითი ინფორმაციის მიღება არ ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს კონკრეტულ გარეშე ვებსაიტს, ან მხარს უჭერს ამ ვებსაიტზე არსებულ ინფორმაციას, ან მხარს უჭერს გარეშე ვებსაიტების მფლობელ ორგანიზაციებს. გთხოვთ გაითვალისწინოთ: არ არსებობს იმის გარანტია, რომ ამ ვებსაიტზე ხელმისაწვდომი დოკუმენტი ზუსტად ასახავს ტექსტის ოფიციალურ ვერსიას. ავთენტურია მხოლოდ ევროკავშირის ოფიციალური ჟურნალი (მისი ბეჭდური გამოცემა, ან 2013 წლის 1 ივლისის შემდეგ – ელექტრონული გამოცემა ვებსაიტზე EUR-Lex), და მას აქვს იურიდიული ძალა.

ჩვენი მიზანია ტექნიკური შეცდომებით გამოწვეული დარღვევების მინიმუმამდე დაყვანა. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მონაცემი და ინფორმაცია ჩვენს საიტზე შესაძლოა შექმნილი ან სტრუქტურირებული იყოს ფაილებში ან ფორმატებში, რომლებიც არ არის დაზღვეული შეცდომისგან; ამიტომ ჩვენ ვერ ვიძლევით იმის გარანტიას, რომ ჩვენი სერვისი იქნება უწყვეტი, ან მასზე სხვაგვარ გავლენას არ მოახდენს ამ ტიპის პრობლემები. ევროკავშირი არ იღებს პასუხისმგებლობას ამგვარ პრობლემებზე, რომლებიც შესაძლოა წარმოიშვას ამ ვებსაიტის, ან მასთან დაკავშირებული გარეშე ვებსაიტების გამოყენების შედეგად.

ამ დათქმის ამოცანა არ არის შეზღუდოს ევროკომისიის პასუხისმგებლობა  შესაბამის ეროვნულ კანონმდებლობაში ფორმულირებული რომელიმე მოთხოვნის გვერდის ავლის მიზნით, ან გამორციხოს მისი პასუხისმგებლობა იმ საკითხებზე, რომლებზეც ამ ტიპის დათქმის გამოყენება დაუშვებელია.