ქალთა საერთაშორისო დღე
ევროკავშირი მხარს უჭერს გენდერული თანასწორობის გაძლიერებას საზოგადოების ყველა სფეროში, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს მასშტაბით. პოლიტიკასა და ბიზნესში ქალთა გაძლიერების ხელშეწყობიდან დაწყებული განათლებასა და ჯანდაცვაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით დამთავრებული, ვცდილობთ შევქმნათ სამყარო, სადაც ყველა ქალსა და გოგონას ექნება შესაძლებლობა, გამოიყენოს თავისი სრული პოტენციალი. გაიცანით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ზოგიერთი ბენეფიციარი და წაიკითხეთ მათი ისტორიები.