
SP3: „საქართველოში მტკნარი წყლის თევზსაჭერი და სანაშენე მეურნეობების სურსათის უვნებლობის პრაქტიკის გაუმჯობესების მხარდაჭერის პაკეტი.“
მცირე გრანტების მიზანი: აღნიშნული მხარდაჭერის პაკეტის მიზანია „პირველადი მწარმოებლებისთვის“ („PPs“) დახმარების გაწევა, რათა საკუთარ თევზის მეურნეობებში გააუმჯობესონ სურსათის უვნებლობის მდგომარეობა და შეამცირონ პოტენციური რისკები მომხმარებლებისთვის.
პროგრამის განხორციელების გეოგრაფიული არეალი: აღნიშნული აქტივობის ფარგლებში, „FAO“ მიზნად ისახავს ქვეყნის მასშტაბით მტკნარი წყლის თევზის მწარმოებლები უზრუნველყოს სურსათის უვნებლობის შესახებ ტრენინგით და მცირე გრანტით ოქსიმეტრის ან/და ბაქტერიების ტესტირების ნაკრების შესაძენად. აპლიკანტის შერჩევის შემთხვევაში, საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ მას მოეთხოვება საჭირო ტრენინგის გავლა.
დასაშვებობის შესახებ ინფორმაცია
უფლებამოსილი აპლიკანტები
წინამდებარე პროგრამის სამიზნე ბენეფიციარები არიან პირველადი მწარმოებლები, რომლებიც ახორციელებენ მტკნარი წყლის თევზის წარმოებას და ფლობენ იურიდიული პირის სტატუსს. თევზის მწარმოებლები შესაძლოა განლაგებულნი იყვნენ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.
დასაშვები ინვესტიცია
მიმდინარე საგრანტო ციკლის ფარგლებში, აპლიკანტებს მიეცემათ შესაძლებლობა განაცხადი წარმოადგინონ შემდეგი ერთი ან ორი მოწყობილობის შეძენაზე შერჩეული მიმწოდებლებისგან:
- ოქსიმეტრი
- საერთო კოლიფორმების და E.coli (ნაწლავის ჩხირის) ტესტირების ნაკრები(MPN – სავარაუდო რაოდენობის მეთოდის გამოყენებით)
- ფირფიტოვანი ტესტი საერთო აერობული ბაქტერიის და კოლიფორმების მონიტორინგისთვის.
აღჭურვილობის ფოტო

მოდელი
პორტატული მრავალპარამეტრიანი წყლის ხარისხის საზომი მოწყობილობა (ოქსიმეტრი)
-
- მოდელი: Infitek BEP-M310T
- მწარმოებელი: HACH
- სათადარიგო ნაწილები:
- pH კომპოზიტური ელექტროდი
- ელექტროგამტარობის ელექტროდი
- პოლაროგრაფიული DO ელექტროდი
ჯამური ღირებულება
-
- ფასი: 5,390.00 ლარი
- მიმწოდებელი: Gab Solutions LLC

ტოტალური კოლიფორმების ტესტის ნაკრები (MPN მეთოდი) ინკუბატორით
-
- მოდელი: MEL/m-ColiBlue24® Field Filtration Lab
- მწარმოებელი: HACH
-
- ფასი: 22,555.79 ლარი
- მიმწოდებელი: Georgian Water Systems LLC

ფირფიტოვანი ტესტი (დიფსლაიდი) ტოტალური აერობული ბაქტერიებისა და ტოტალური კოლიფორმებისთვის (ინკუბატორით)
-
- მწარმოებელი: HACH
-
- ფასი: 10,586.69 ლარი
- მიმწოდებელი: Georgian Water Systems LLC
-
ხარჯების გაზიარება
თანადაფინანსების გრანტი წარმოადგენს დასაშვები ინვესტიციის 70%-ს, რომელიც გაიცემა გრანტის მიმღების მიერ გადასახდელი 30%-ის ოდენობის შენატანის მხარდასაჭერად.
განაცხადი და მისი წარდგენის შესახებ ინფორმაცია
აპლიკანტმა უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა გრანტების მართვის ონლაინ პლატფორმაზე, რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://enpard-grant.smapply.io/prog/43_support_to_freshwater_fish_farmers_in_georgia_/
პლატფორმაზე გადასვლის შემდეგ აპლიკანტმა უნდა შექმნას ანგარიში, ელ.ფოსტის მისამართისა და პაროლის მითითებით. სისტემაში შესვლის შემდეგ, აპლიკანტი შეძლებს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადის ოფიციალურად წარდგენას. მან უნდა აღწეროს პროექტი, შეარჩიოს აღჭურვილობა, რომლისთვისაც იგი ითხოვს თანადაფინანსების გრანტს და დაურთოს ყველა დამატებითი დოკუმენტი.
განაცხადის შინაარსი
აპლიკანტებმა, სამართლებრივი სტატუსიდან გამომდინარე, უნდა წარმოადგინონ შემდეგი დამატებითი დოკუმენტები:
კომპანიებისთვის/მცირე და საშუალო საწარმოებისთვის:
- დირექტორის/თავმჯდომარის პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
- რეგისტრაციის მოწმობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან
- განაცხადიში მითითებული ქონების/მიწის საკუთრების მოწმობა ან იჯარის ხელშეკრულება
- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან დავალიანების/საგადასახადო დავალიანების არარსებობის შესახებ
- ფერმის ფოტო/ვიდეომასალა
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მცირე და საშუალო საწარმოებისთვის განკუთვნილი განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ ორგანიზაციის კანონიერი წარმომადგენლისგან ან პირისგან, რომელიც უფლებამოსილია წარადგინოს განცხადებები ორგანიზაციის სახელით გაცემული მინდობილობის საფუძველზე.
კოოპერატივებისთვის:
- კოოპერატივის წარმომადგენლის პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
- რეგისტრაციის მოწმობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან
- განაცხადში მითითებული ქონების/მიწის საკუთრების მოწმობა ან იჯარის ხელშეკრულება
- ფერმის ფოტო/ვიდეომასალა
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კოოპერატივებისთვის განკუთვნილი განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ ორგანიზაციის კანონიერი წარმომადგენლისგან ან პირისგან, რომელიც უფლებამოსილია წარადგინოს განცხადებები ორგანიზაციის სახელით გაცემული მინდობილობის საფუძველზე.
ინდივიდუალური ფერმერებისთვის:
- პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
- განაცხადში მითითებული ქონების/მიწის საკუთრების მოწმობა ან იჯარის ხელშეკრულება
- რეგისტრაცია ინდივიდუალურ მეწარმედ (თუ განმცხადებელი ჯერ არ არის რეგისტრირებული, მას მოეთხოვება დარეგისტრირება, რათა შეძლოს საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება)
- ფერმის ფოტო/ვიდეომასალა
განაცხადის განხილვა და შერჩევის პროცესი
1/ დასაშვებობის კრიტერიუმები და ბიუჯეტის შემოწმება: განაცხადის წარდგენისთანავე, „FAO“ შეამოწმებს განაცხადის ფორმაში მითითებულ ბიუჯეტს და აპლიკანტის დასაშვებობის კრიტერიუმებს. „FAO“ ასევე განახორციელებს პლატფორმაზე ატვირთული დამატებითი დოკუმენტაციის წინასწარ განხილვას, რათა დარწმუნდეს, რომ ყველა დოკუმენტი სათანადოდ იქნა წარმოდგენილი.
დაზუსტების საჭიროების შემთხვევაში, „FAO“ დაუკავშირდება აპლიკანტს, რათა გადაამოწმოს აკმაყოფილებს თუ არა განაცხადი პროგრამის მოთხოვნებს.
საველე ვიზიტი შემოწმების მიზნით და ტრენინგი: დასაშვებობის კრიტერიუმების შემოწმების შემდეგ, „FAO“-ს შეუძლია განახორციელოს საველე ვიზიტი ფერმაში განაცხადში მითითებული ინფორმაციის სისწორის გადასამოწმებლად. FAO“ მოიწვევს უფლებამოსილ აპლიკანტებს ტრენინგზე დასასწრებად საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ.
2/ ტექნიკური შეფასება და განაცხადის ქულა
თითოეული განაცხადი შეფასდება ქვემოთ წარმოდგენილი კრიტერიუმების მიხედვით:
- აპლიკაცია თანმიმდევრული და ინფორმატიულია
- შეთავაზებული ინვესტიცია მორგებულია ფერმის ზომასა და საქმიანობაზე
- აპლიკანტი ავლენს მინიმალურ ტექნიკურ ცოდნას
- აპლიკანტი წარმოაჩენს მაღალ პოტენციალს სურსათის უვნებლობის გაუმჯობესებული პრაქტიკის დანერგვის თვალსაზრისით
- კომერციული საქმიანობა არ წარმოშობს სერიოზულ ეკოლოგიურ საფრთხეს
- არ არსებობს სერიოზული საფუძველი, რომ ეჭვი შევიტანოთ პროექტის ეკონომიკურ მდგრადობაში
- არ არის გამოვლენილი ინტერესთა კონფლიქტი ან ეთიკური პრობლემები
- გრანტი პირდაპირ გავლენას მოახდენს სურსათის უვნებლობაზე.
3/ განაცხადების შერჩევის პროცესი: განაცხადის წარმატებული ტექნიკური განხილვის შემდეგ, შეფასების კომისია, რომლის წევრები არიან ბიუჯეტის მფლობელის მოვალეობის შემსრულებელი, „FAO“-ს პროექტის კოორდინატორი და „FAO საქართველოში“-ს ტექნიკური ოფიცერი გადაწყვეტილებას იღებს გრანტების გაცემის თაობაზე. კომისია უფლებამოსილია შეარჩიოს ან უარი თქვას განაცხადზე, მოითხოვოს დამატებითი დამხმარე დოკუმენტაცია, ინიცირება გაუკეთოს ცვლილებებს ან დაამატოს პირობები განაცხადის დადასტურებამდე.
შერჩევის კომისიის გადაწყვეტილებები გრანტის მინიჭების შესახებ აისახება ოქმში, რომელსაც ხელს აწერს კომისიის სამივე წევრი. საგრანტო განაცხადების დეტალები, ასევე ხელმოწერილი ოქმები გადაეცემა დონორს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინატორს კონსულტაციის მიზნით. ორივე მხარეს მიეცემა ერთი კვირა, რათა წარმოადგინონ კომენტარები ან დააფიქსირონ მოსაზრებები შეთავაზებულ პროექტებთან დაკავშირებით. წამოჭრილი კითხვები ან პრობლემური საკითხები დროულად უნდა იქნეს განხილული პროექტის განმახორციელებელი განყოფილების მიერ.
კომენტარების არ არსებობის შემთხვევაში, ხელმოწერილი ოქმები გადაეცემა „FAO“-ს პროექტის ბიუჯეტის მფლობელს საბოლოო დადასტურებისთვის.
გადახდის მეთოდი: გრანტის გაცემის შემთხვევაში, „FAO“ დაუკავშირდება გრანტის მიმღებს საგრანტო ხელშეკრულების შედგენის მიზნით, რომელიც გაფორმდება გრანტის მიმღებსა და „FAO“-ს შორის. საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, თანადაფინანსების შესაბამისად გრანტის მიმღებმა უნდა განახორციელოს გადახდა შერჩეულ მიმწოდებელთან. შემდგომ მიმწოდებელი ფერმას გადასცემს აღჭურვილობას. შესაძლოა განხორციელდეს საველე ვიზიტი აღჭურვილობის მიწოდების დასადასტურებლად, რის შემდეგაც „FAO“ თანადაფინანსების გრანტს გადასცემს უშუალოდ მიმწოდებელს.
მონიტორინგი და შეფასება: გრანტის მიღებისთანავე, გრანტის მიმღები იღებს ვალდებულებას შეინახოს და შეინარჩუნოს ყველა მიწოდებული აღჭურვილობა (სათადარიგო ნაწილების ჩათვლით) ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან სულ მცირე ხუთი წლის განმავლობაში. აპლიკანტი ასევე ვალდებულია დაიცვას ღია კარის პოლიტიკა და ხელი შეუწყოს მის შენობაში/ობიექტზე ვიზიტების განხორციელებას „FAO“-ს მოთხოვნის შემთხვევაში. დაბოლოს, „FAO“ განახორციელებს ყოველწლიურ ვიზიტს, რათა უზრუნველყოს აღჭურვილობის სათანადო გამოყენება.