fbpx
Skip to main content

ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება

Project Description
პროექტი, ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება, ხელს უწყობს საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობას საქართველოს ოთხ რეგიონში, რათა პროექტის ბენეფიციარებმა მიაღწიონ წარმატებას დასაქმების ბაზარზე. ამისათვის, პროექტი უზრუნველყოფს, თანამშრომლობაზე, თანასწორობაზე და ჩართულობაზე დაფუძნებულ, მოთხოვნებისა და მოლოდინების შესაბამისი უნარების განვითარების, კარიერული ორიენტაციის, სამოქალაქო, სამეწარმეო და უწყვეტი განათლების ხელშეწყობას.
Specific Objective
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და მოლოდინების შესაბამისი უნარების განვითარების სერვისების მისაწვდომობის და ხარისხის გაზრდას. ასევე, მათ შესაბამისობას საქართველოს სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტრატეგიასთან.
Expected Results
1. შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და მიწოდების შესაბამისობის გაუმჯობესება, სათანადო ინსტრუმენტებისა და პლატფორმების შექმნის, თანამშრომლობის და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის მეშვეობით:
- დაინტერესებული პირები უკეთ საზღვრავენ შრომის ბაზრის ტენდენციებს და ამასთან, დამსაქმებელი და დასაქმებული ინფორმირებულია ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებსა და მიწოდებაზე.
- პროექტი ხელს უწყობს დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას და უზრუნველყოფს მათ შორის ბაზარზე არსებულ ტენდეციებზე ინფორმაციის გაზიარებას.
2. ახალგაზრდების დასაქმებისუნარიანობის გაზრდა კარიერული ორიენტაციის და უნარების განვითარების სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გზით:
- პროექტი ხელს უწყობს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა დაინერგოს და გაუმჯობესდეს პროფესიული უნარებისა და განათლების მიწოდება, თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად.
- პროექტი ხელს უწყობს მონაწილე ახალგაზრდებში შრომის ბაზრის მოთხოვნების სათანადო ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებას.
3. სამეწარმეო და უწყვეტ განათლებაში ჩართული ახალგაზრდები, ხელს უწყობენ ადგილობრივი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას:
- პროექტში მონაწილე ახალგაზრდები იუმჯობესებენ სამეწარმეო საქმიანობისთვის საჭირო უნარებს და ნერგავენ ინოვაციურ მიდგომებს ადგილობრივი სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების გადასაჭრელად.
- მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს აქვთ შესაძლებლობა და მოტივაცია, აიმაღლონ სათანადო უნარები და ჩაერთონ უწყვეტ განათლებაში.
Project map
Photo gallery
Videos
Travelling University
Employment Story_Shida Kartli
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც ქმნის
Subsector:
დასაქმება და მეწარმეობა
Topic:
დასაქმება, უნარები
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
16.07.2020
End Date:
16.07.2023
Website:
www.una.ge
Social Media Links:
https://www.facebook.com/una.ge

EU Project Number:
417-289