fbpx
Skip to main content

ESCape - დასაქმება, მხარდაჭერა, კონსულტირება, შრომის ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად

Project Description
36 თვეზე გაწერილი აქტივობა ითვალისწინებს უმუშევრობასთან დაკავშირებული არსებული ნაკლოვანებების მოგვარების ხელშეწყობას დასაქმების სერვისების ხარისხის გაუმჯობესებით, უმუშევართა და სამუშაოს მაძიებელთათვის სამუშაო ადგილებისა და პროფესიული კონსულტირების უზრუნველყოფით. ასევე, გათვალისწინებულია მოწყვლადი ჯგუფებისთვის ინტენსიური სწავლების ახალი მოდელის დანერგვა, რომელიც მათ კომპეტენციებსა და უნარებს აამაღლებს და ქვეყნის მასშტაბით რეალური დასაქმების პერსპექტივებს გააჩენს.
Specific Objective
- SESA-ს მიერ უზრუნველყოფილი დასაქმების სერვისების, კერძოდ სამიზნე რეგიონებში უმუშევართა და სამუშაოს მაძიებელთათვის სამუშაო ადგილების შევსების და პროფესიული კონსულტირების გაუმჯობესებული ხარისხი საერთაშორისო გამოცდილების გაცვლითა და SESA-ს გაზრდილი ინსტიტუციური შესაძლებლობების მეშვეობით.
- უმუშევრად მყოფი მოწყვლადი ჯგუფებისთვის უნარებისა და კომპეტენციების ამაღლება ინტენსიური სწავლების ახალი მეთოდის განვითარებითა და ასევე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების SESA-ს თანამშრომლობის ფარგლებში „განსაკუთრებულად რთულად დასასაქმებელი “ადამიანების საჭირო კომპეტენციებით აღჭურვა.
Expected Results
SESA-ს ციფრული და ტექნოლოგიური შესაძლებლობების მნიშვნელოვანი გაუმჯობესებით, პროექტი (1) უფრო ხელმისაწვდომს და ეფექტურს გახდის შესაბამისი უნარების დაკავშირებას (skills matching) საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით პროფორიენტაციის, პროფესიული კონსულტირებისა და სამუშაო ძიების პროცესში შუამავლობით. ასევე, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ ინოვაციური სწავლების მოდელის დანერგვით, პროექტი (2) უფრო ხელმისაწვდომს გახდის შესაბამისი უწყვეტი განათლების (lifelong learning) უნარების განვითარების შესაძლებლობებს სამიზნე რეგიონებში. ამ სერვისების ხელმისაწვდომობა და ცნობადობა დამატებით გაიზრდება უმუშევართა და დამსაქმებელთათვის მიზნობრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიების მეშვეობით.
Project map
Videos
Summarising video about training course for job coaches – updated
Promotional Video ARM Subtitles
Promotional Video - AZER subtitles
Promotional Video ESCape - updated
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც ქმნის, პარტნიორობა, რომელიც იცავს, პარტნიორობა, რომელიც აძლიერებს, პარტნიორობა, რომელიც აძლიერებს
Subsector:
დასაქმება და მეწარმეობა, მმართველობა და საჯარო ადმინისტრაცია, სამოქალაქო საზოგადოება, ინკლუზია
Topic:
დასაქმება, სათანადო მართვა, განათლება, უნარები, სათანადო მართვა, სამოქალაქო საზოგადოება, ქალები
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
01.11.2020
End Date:
31.12.2023
EU Project Number:
418-066