პრევენცია, მზადყოფნა და რეაგირება ბუნებრივ და ტექნოგენურ კატასტროფებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში - მე-3 ფაზა (PPRD EAST 3)
Project Description
პროგრამა PPRD EAST, დაწყებული 2010 წელს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკური ინიციატივის ფარგლებში, მიზნად ისახავს კატასტროფების რისკის შემცირების და კრიზის-მენეჯმენტის გაძლიერებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, და ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმთან რეგიონული თანამშრომლობის მხარდაჭერას. ამჟამად მიმდინარეობს პროგრამის მე-3 ფაზა, რომლის განხორციელების ვადაა 2020-2024 წლები. პროგრამის სამიზნე ჯგუფები არიან სამოქალაქო დაცვის უწყებები და წამყვანი სამინისტროები, სახელმწიფო სექტორის სხვა შესაბამისი მონაწილე მხარეები, სამეცნიერო წრეები, სამოქალაქო საზოგადოება და კერძო სექტორი.
პროგრამა შექმნილია იმისათვის, რომ თითოეულ პარტნიორ ქვეყანაში მაქსიმალურად გამოვლინდეს გავლენა ეროვნულ საჭიროებებზე და პოტენციალზე რეაგირების საშუალებით ; გარდა ამისა, ის ხელს უწყობს ცოდნის, გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას პარტნიორ ქვეყნებს შორის და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან. პროგრამა უზრუნველყოფს ყველა სექტორისთვის მნიშვნელოვანი საკითხების, კერძოდ გენდერის, ეკოლოგიის და ადამიანის უფლებების ინტეგრაციას პროგრამის განხორციელებაში და ამით პროგრამის ზეგავლენის, მდგრადობის და რელევანტურობის გაძლიერებას.
თემატურად პროგრამა ფოკუსირებულია რვა მჭიდროდ დაკავშირებულ და ურთიერთგამაძლიერებელ სამუშაო პაკეტზე; ეს პაკეტებია პოტენციალის განვითარება, ცოდნის გადაცემა, კატასტროფებისადმი მზადყოფნა, სამოქალაქო დაცვის სააგენტოების შექმნა, სამოქალაქო დაცვის განვითარება მთელი საზოგადოების ჩართულობით, რეგიონული თანამშრომლობა, წინასწარი გაფრთხილების სისტემები, რისკის მენეჯმენტის პოტენციალი.
პროგრამა კომპლექსურად უდგება პოტენციალის შექმნას, სადაც მისი განხორციელების ძირითადი პრინციპებია აქტიური პარტნიორობა და საქმიანი მონაწილეობა.

Specific Objective
- პარტნიორი ქვეყნების შესაბამისი სამოქალაქო დაცვის ორგანიზაციების მდგრადი პოტენციალის შექმნა ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების რისკის პრევენციის, მათთვის მზადყოფნის და მათზე რეაგირების მიზნით.
- ურთიერთკავშირების გაძლიერება ყველა შესაბამის სამთავრობო სტრუქტურასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ასევე სამეცნიერო წრეებს შორის, რომლებიც ხელს უწყობენ ქვეყნის ინკლუზიურ მიდგომას ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების პრევენციის, მზადყოფნის და რეაგირების მიმართ.
- რეგიონული კოორდინაციის და უწყებრივი და ოპერატიული თანამშრომლობის გაუმჯობესება ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმსა და აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებს, ასევე
თვით აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებს შორის.
Expected Results
- სამოქალაქო დაცვის წარმომადგენლების უკეთესი მომზადება, ადგილობრივი ტრენინგის პოტენციალის გაძლიერება და დაკავშირება სამოქალაქო დაცვის მექანიზმის კავშირის (UCPM) ტრენინგებთან.
- სამოქალაქო დაცვის უწყებების უზრუნველყოფა საფუძვლიანი ცოდნით, რომელიც აუცილებელია ევროპული კარგი პრაქტიკის და საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებისთვის კატასტროფებზე რეაგირების დროს.
- კატასტროფებისადმი მზადყოფნის პოტენციალის გაძლიერება აღმოსავლეთ სამეზობლოს პარტნიორ ქვეყნებში კონკრეტული ფოკუსით რეაგირების დაგეგმვის გაძლიერებაზე ტრანსსასაზღვრო დონეზე.
- ეროვნული კორესპონდენტების და ოპერატიული 24/7 საკონტაქტო პირების ქსელის გაძლიერება, რომლის საშუალებით ვრცელდება გამაფრთხილებელი ინფორმაცია
- უწყებათაშორისო კოორდინაციის გაუმჯობესება შესაბამის სამინისტროებსა და სააგენტოებს შორის
- სამოქალაქო დაცვის პროფესიონალების, მოხალისეების და ფართო საზოგადოების უკეთესი ინფორმირებულობა ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების საკითხებზე
- სამოქალაქო საზოგადოების და აკადემიური წრეების უკეთ ჩართულობა კატასტროფების პრევენციის, მზადყოფნის და რეაგირების საკითხებში აღმოსავლეთ სამეზობლოს პარტნიორ ქვეყნებში
- გაუმჯობესებული თანამშრომლობა და კარგი პრაქტიკის გაზიარება პრევენციის, მზადყოფნის და რეაგირების საკითხებზე სამეზობლოს ქვეყნებს შორის, ასევე სამეზობლოს ქვეყნებსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს/სამოქალაქო დაცვის მექანიზმის მონაწილე სახელმწიფოებს შორის
- წინასწარი გაფრთხილების სისტემების გაუმჯობესება სამეცნიერო წრეების მხარდაჭერის საფუძველზე. ეროვნული ანალიტიკური პოტენციალის, მრავლობით რისკების შეფასების და დაგეგმვის გაუმჯობესება როგორც პრევენციის, ისე მზადყოფნის სფეროში.
- ეროვნული პოტენციალის გაძლიერება კატასტროფების რისკის შეფასებისა და კატასტროფებით გამოწვეული დანაკარგების მონაცემთა გენერირებისთვის.
Project map
Photo gallery
PROJECT DETAILS
რეგიონალური
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც იცავს, პარტნიორობა, რომელიც იცავს, პარტნიორობა, რომელიც აკავშირებს, პარტნიორობა, რომელიც იცავს Subsector:
სამოქალაქო დაცვა, სამოქალაქო საზოგადოება, ციფრული (ფართოზოლოვანი, მობილური, eGov, ციფრული ინოვაცია, საინფორმაციო ტექნოლოგიები), სამოქალაქო დაცვა Topic:
მოქალაქეთა დაცვა, აღმოსავლეთ პარტნიორობა, სამოქალაქო საზოგადოება, ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა, ეკოლოგია, ადამიანის უფლებები, სათანადო მართვა EaP Countries:
სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველოს, მოლდოვა, უკრაინა Project Status:
დასრულებულია Start Date:
01.10.2020 End Date:
30.09.2024 Website:
https://www.pprdeast3.eu
EU Project Number:
831-330