fbpx
Skip to main content

EU4Energy- სუფთა ენერგიაზე გადასვლის ხელშეწყობა -მმართველობა

Project Description
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი "აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სუფთა ენერგიაზე გადასვლის ხელშეწყობა: EU4Energy II ფაზა - კომპონენტი 1" (EU4Energy მმართველობის პროექტი, II ფაზა) მხარს უჭერს აღმოსავლეთ სამეზობლოს სამ ქვეყანას - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას და გამიზნულია რამოდენიმე აქტორზე, პირველ რიგში სამთავრობო უწყებებზე პარტნიორ ქვეყნებში, რომელთაც ესაჭიროებათ მათი ენერგეტიკული პოლიტიკისა და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაუმჯობესება, რათა კურსი აიღონ მდგრად ენერგიაზე გადასვლისკენ. პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის სამართლებრივი ჩარჩოს ევროკავშირის კანონმდებლობას, ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებას, აგრეთვე ევროკავშირთან ორმხრივ შეთანხმებებსა და ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები მოიცავს ფართო სპექტრის აქტივობებს, მათ შორის სამართლებრივი ჩარჩოებისა და რეგულაციების, სახელმძღვანელო მითითებების შემუშავებას, განხორციელებასა და მონიტორინგში დახმარების გაწევას. ამ აქტივობებს დაემატება სემინარებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზება ქვეყნების ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გასაძლიერებლად, რომლებიც საჭიროა აქტივობის განსახორციელებლად.

Specific Objective
ენერგეტიკის კანონმდებლობის გაუმჯობესებული ტრანსპოზიცია და განხორციელება და თანმიმდევრული პოლიტიკის შემუშავება ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების, ასოცირების შესახებ ხელშეკრულებების, „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებისა“ და ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად:
- მხარდაჭერა ენერგეტიკული კანონმდებლობის ტრანსპოზიციაში და განხორციელებაში;
- ენერგეტიკული კანონმდებლობის იმპლემენტაცია/ შეფასება;
- ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაზრდა.
Expected Results
ტექნიკური დახმარების გაწევა ენერგეტიკული კანონმდებლობის ტრანსპოზიციასა და განხორციელებასთან დაკავშირებით;
- ტექნიკური დახმარების გაწევა ენერგეტიკული კანონმდებლობის იმპლემენტაციის/შეფასების მიმოხილვისთვის;
- ტექნიკური დახმარების გაწევა ინსტიტუციური შესაძლებლობების შესახებ ძირითად ენერგეტიკის სამინისტროებსა და სააგენტოებში.
Project map
Photo gallery
PROJECT DETAILS
რეგიონალური
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც ამწვანებს
Subsector:
ენერგეტიკა და ენერგოეფექტურობა
Topic:
ენერგეტიკა
EaP Countries:
საქართველოს, მოლდოვა, უკრაინა
Project Status:
მიმდინარე
Start Date:
01.01.2021
End Date:
31.12.2024
Social Media Links:

EU Project Number:
420-848