fbpx
Skip to main content

ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემა - დამხმარე ღონისძიებების საკონსულტაციო მომსახურება

Project Description
ტექნიკური დახმარების პროექტი ხორციელდება ქუთაისში ნაგავსაყრელის მოწყობის პარალელურად, რომელიც ევროკავშირის ნაგავსაყრელების რეგულაციებთან სრულად შესაბამისია. პროექტი გადამზადების და საკონსულტაციო სერვისებს უწევს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას და ცდილობს მისი ორგანიზაციული და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას. პროექტი კომპანიას შემდეგი მიმართულებით უწევს მხარდაჭერას:
- ორგანიზაციული მართვა
- ფინანსური მართვა
- ტექნიკური კომპეტენცია
- საზოგადოებასთან ურთიერთობა, კომუნიკაცია და საჯარო ცნობიერების ამაღლების აქტივობები.
გარდა ამისა, პროექტი მხარს უჭერს რეგიონის მუნიციპალიტეტებს (სეპარირებული შეგროვება, კომპოსტირება, ნარჩენების მართვის (ფინანსური, ტექნიკური, ლოგისტიკური) დაგეგმარების გაუმჯობესება, მუნიციპალიტეტთაშორისი თანამშრომლობა) და ეხმარება რეგიონული სემინარების ორგანიზებაში, რომელიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ნარჩენების მართვის ზოგად და პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარების, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, მდგრადი და გარემოსდაცვითი კუთხით მტკიცე მუნიციპალური ნარჩენების მართვის სისტემის შექმნას და გაძლიერებას ემსახურება.
Specific Objective
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემის ჩამოყალიბების და დანერგვის მხარდაჭერა.
Expected Results
- ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მოწყობა, გადამტვირთი სადგურების სისტემის შექმნა
- ქუთაისის ნიკეას ძველი ნაგავსაყრელის დახურვა
- მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემის დანერგვა, პროცესში ჩართული ყველა მხარის შესაძლებლობების გაძლიერების გზით (სმნმკ, მუნიციპალიტეტები, მოქალაქეები, დაინტერესებული მხარეები).
Project documents
Beneficiaries
Creation of Southern Caucasus Regional Forum for Waste Management and Policies
Solid Waste Management Company of Georgia (SWMCG)
Capacity-Building of Local Municipalities
Project map
Photo gallery
Capacity-Building of Local Municipalities
Solid Waste Management Company of Georgia (SWMCG)
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც ამწვანებს, პარტნიორობა, რომელიც იცავს
Subsector:
ეკოლოგია და კლიმატის ცვლილება, მმართველობა და საჯარო ადმინისტრაცია
Topic:
სათანადო მართვა, ეკოლოგია
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
20.04.2015
End Date:
19.04.2021
EU Project Number:
330-133