fbpx
Skip to main content

EU4Dialogue: ურთიერთობების გაუმჯობესება გამყოფი ხაზების გასწვრივ, განათლებისა და კულტურის საშუალებით

Project Description
მრავალკომპონენტიანი პროგრამა — EU4Dialogue, მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია დიალოგისა და ხალხთა შორის კავშირების წახალისებისკენ გამყოფი ხაზების ორივე მხარეს, სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვის რესპუბლიკაში.

პროექტი მიზნად ისახავს გაცვლითი ურთიერთობების გააქტიურებას განათლებისა და კულტურის სფეროში, გამყოფი ხაზების ორივე მხარეს. აღნიშნული მიმართულებით, კონსორციუმის შვიდი პარტნიორი ორგანიზაცია — ბელგიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ირლანდიიდან, ლატვიიდან და პოლონეთიდან, გაატარებს მოკლე, საშუალო და გრძელვადიან ღონისძიებებს ოთხი სამუშაო ჯგუფის მეშვეობით.

დაგეგმილია მთელი რიგი აქტივობები საშუალო და უმაღლესი განათლების, ასევე კულტურის სფეროს ჩართულობით. ღონისძიებები მოიცავს: სასწავლო ტურებს სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის ევროკავშირის ქვეყნებში, ონლაინ კურსებს უცხო ენის მასწავლებლებისათვის, საზაფხულო სკოლებს, უცხოელი პროფესორების ვიზიტებს, ხელოვანთა გაცვლით პროგრამებს; ასევე — ტრენინგ-კურსებს კულტურის მენეჯმენტში, პედაგოგიკაში, კულტურული მემკვიდრეობის, თეატრის და კინემატოგრაფიის მიმართულებით.
Specific Objective
- კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში უცხო ენის პედაგოგების, სკოლის მასწავლებლებისა და უნივერსიტეტის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება და ცოდნის გაცვლა მათ ევროპელ კოლეგებთან;

- კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტთა სასწავლო ტურების ორგანიზება ევროკავშირის ქვეყნებში;

- ცოდნის ორმხრივი გაზიარება კულტურისა და განათლების დარგის სპეციალისტებისათვის;

- კულტურულ მემკვიდრეობაზე ორიენტირებული თანამშრომლობითი პროექტის მხარდაჭერა სამიზნე რეგიონებში.
Expected Results
- გაიზრდება ევროკავშირის, როგორც დიალოგის მხარდამჭერის როლი, გამყოფი ხაზების ორივე მხარეს;
- გაძლიერდება ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა და საშუალო განათლების როლი კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში;
- გაუმჯობესდება დიალოგის პროცესში უმაღლესი განათლების გამოყენება როგორც უშუალოდ სამიზნე რეგიონებში, ასევე რეგიონებს შორის და ევროკავშირთან;
- გაიზრდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და კულტურული სივრცეების გამოყენება ნდობის მშენებლობის პროცესში;
- ადამიანთა შორის კავშირების გაზრდის გზით გაუმჯობესდება დიალოგი გამყოფი ხაზების ორივე მხარეს.
Project documents
Project map
Photo gallery
Batumi Tourism School
DIES Workshop 2023
Summer School for Librarians 2023
DIES Workshop
School Management Training 2024
PROJECT DETAILS
რეგიონალური
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც აძლიერებს, პარტნიორობა, რომელიც იცავს
Subsector:
სამოქალაქო საზოგადოება, მმართველობა და საჯარო ადმინისტრაცია
Topic:
განათლება, კულტურა
EaP Countries:
სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველოს, მოლდოვა
Project Status:
მიმდინარე
Start Date:
07.05.2021
End Date:
06.05.2025
Social Media Links:

EU Project Number:
423-479