fbpx
Skip to main content

სამოქალაქო საზოგადოება აღდგენისუნარიანობისა და უსაფრთხოებისთვის (CiSSCo)

Project Description
პროექტი მიმართულია გააძლიეროს შესაბამისი სახელმწიფო და არასამთავრობო აქტორების, ასევე ადიქციასა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე მულტიდისციპლინური სერვისების შესაძლებლობები, რათა უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი საჭიროების მქონე ბავშვების, მოზარდების, ახალგაზრდებისა და ზრდასრულებისთვის ხარისხიანი მომსახურების ხელმისაწვდომობა; ხელი შეუწყოს იმ ადამიანების უფლებების დაცვას, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალებებს, განსაკუთრებული აქცენტით ქალებზე; გააძლიეროს დაუცველი თემების წარმომადგენლები, გასწიოს ადვოკატირება და ხელი შეუწყოს შესაბამის დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტურ დიალოგს.
Specific Objective
პროექტის კონკრეტული მიზნებია:
- დანაშაულის პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმებისა და ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება.
- ნარკოტიკების გამოყენების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმებისა და ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება.
- ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური ზრუნვის შესაძლებლობების გაზრდა სახელმწიფო, არასამთავრობო და კერძო ორგანიზაციებში, ვინც მუშაობს ნარკოტიკულ საშუალებების მომხმარებელ პირებთან, კერძოდ ოპიოიდებით ჩანაცვლებითი თერაპიის (OST) პროგრამებში ჩართული პირებისთვის.
- ნარკოტიკებისა და დანაშაულის პრევენციის სფეროში ხარისხის უზრუნველყოფის ინსტიტუციური მექანიზმების შემუშავება.
- ადვოკატირება ყველა ზემოაღნიშნული აქტივობების განხორციელებისა და მდგრადობის მხარდასაჭერად.
Expected Results
1. გაძლიერებული ეროვნული შესაძლებლობები და ინსტიტუციური მექანიზმები, შევსებული მომსახურების ხარვეზები ბავშვთა, მოზარდთა და ახალგაზრდების დანაშაულისა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების პრევენციის სისტემაში, რის შედეგადაც გაუმჯობესებულია მათი ჯანმრთელობა და პრო-სოციალური განვითარების ტრაექტორიები;
2. უზრუნველყოფილი, უფლებებზე დაფუძნებული და საჭიროებებზე-მორგებული პოლიტიკა, სტრატეგიები, მკურნალობასა და ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციაზე მიმართული მომსახურება ადამიანებისა, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალებებს, განსაკუთრებული აქცენტით ქალებზე, რაც აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხსა და სოციალურ ინტეგრაციას;
3. გაძლიერებული დაუცველი თემები, ჯანმრთელი ცხოვრების წესით და უსაფრთხოების დაცვის ხელშეწყობის სტრატეგიებით და დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტური დიალოგი, რის შედეგადაც გაზრდილია საზოგადოების ერთიანობა, აღდგენისუნარიანობა და უსაფრთხოება.
Project documents
Project map
Photo gallery
Videos
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
Subsector:
Topic:
სამოქალაქო საზოგადოება
Project Status:
მიმდინარე
Start Date:
01.01.2022
End Date:
30.04.2025
EU Project Number:
429-130