fbpx
Skip to main content

საქართველოს მკვლევართა მობილობის მხარდაჭერა

Project Description
საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სექტორის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა, საქართველოს მკვლევართა (ახალგაზრდა მეცნიერების ჩათვლით) დახმარება კონტაქტებისა და კავშირების დამყარებაში ევროკავშირის მკვლევარებსა და მეცნიერებთან, აგრეთვე საქართველოს უნივერსიტეტების, სამეცნიერო ცენტრების, კვლევების დამფინანსებელი ინსტიტუტების, კვლევებში ჩართული მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისა და სხვა სახელმწიფო და/ან კერძო ინსტიტუტების შესაძლებლობების გაძლიერება, რომლებიც თანამშრომლობენ ევროპულ კვლევით ორგანიზაციებთან.
Specific Objective
საქართველოში მკვლევართა მობილობის მხარდაჭერა
მიზანი 1 წარმოადგენს საქართველოს მკვლევრებისა და ინოვატორებისათვის მობილობის პროგრამის სპეციალური სქემის შემუშავებასა და განხორციელებას, რათა გაიზარდოს საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების საერთაშორისო თანამშრომლობის მასშტაბი და მათი მონაწილეობა საშუალოვადიან მობილობის სქემებში და ამგვარად, ხელი შეეწყოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების კვლევით ორგანიზაციებში (უნივერსიტეტები, ინსტიტუტები/ცენტრები, ბიზნესი) მოღვაწე კოლეგებთან მათ თანამშრომლობას და ტრანსნაციონალური და ინსტიტუციური ქსელის შექმნას.
მიზანი 2 წარმოადგენს საქართველოს კვლევისა და ინოვაციის სექტორის შესაძლებლობების გაზრდას (შოთა რუსთაველის საქრთველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჩათვლით), საპროექტო წინადადებების წერისა და კვლევითი პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გაზირებას, რითაც გაუმჯობესდება საქართველოს მკვლევართა და ინოვატორთა უნარები მიიღონ მონაწილეობა ევროკავშირის ჰორიზონტი ევროპას და სხვა დაფინანსების სქემებსა და პროგრამებში, მათ შორის COST და WIDENING.
Expected Results
საშუალოვადიანი მობილობის სქემა შემუშავდა და განხორციელდა რათა ხელი შეეწყოს საქართველოს და ევროკავშირის მკვლევარებისა და ინოვატორების საერთაშორისო თანამშრომლობას და მათ შორის მდგრადი პროფესიული კავშირების დამყარებას.
საშუალოვადიანი მობილობის სქემის ფარგლებში გაზრდილ სამეცნიერო პროდუქტიულობისა და ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკების შესახებ მიღებულ ცოდნას მკვლევრები გაუზიარებენ და გადასცემენ ქართველ კოლეგებს.
შემუშავდება და განხოციელდება მიზნობრივი ტრენინგები კვლევისა და ინოვაციის სექტორის შესაძლებლობების განვითარებისთვის ჰორიზონტი ევროპასა და ევროკავშირის სხვა დაფინანსების სქემებისთვის საპროექტო წინადადებების წერასა და კვლევითი პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით. მოხდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საგრანტო და კვლევითი სამსახურების და კვლევითი ცენტრების შესაძლებლობების განვითარება. საქართველოში კვლევისა და ინოვაციის დამფინანსებელი სააგენტოების ცნობიერება გაიზრდება ევროკავშირის ინიციატივა P2P-ს შესახებ.
Project map
Photo gallery
Videos
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
Subsector:
Topic:
კვლევა და ინოვაციები
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
09.02.2022
End Date:
09.02.2024
EU Project Number:
429-669