fbpx
Skip to main content

სურსათის უვნებლობისა და სანიტარული და ფიტოსანიტარული სექტორის მხარდაჭერა საქართველოში, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო (ENPARD) პროგრამის მე-4 ფაზის ფარგლებში

Project Description
პროექტი წარმოადგენს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მე-4 ფაზის ნაწილს და ეფუძნება ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებული სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარებისა და სურსათის უვნებლობის პროექტების ფარგლებში დაგროვებულ გამოცდილებას. პროექტი სამი ძირითადი მიმართულებისგან შედგება. პირველი მიმართულება ფოკუსირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მისი სააგენტოებისა და სურსათის უვნებლობის ჭრილში სხვა რელევანტური სამინისტროებისა თუ ინსტიტუციების ადმინისტრაციული, საოპერაციო და ტექნიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე. პროექტი ასევე დაეხმარება მომხმარებელთა ასოციაციებსა და კერძო სექტორს.
მეორე მიმართულება დაკავშირებულია მეწარმეებისა და საკვები ბიზნესოპერატორების ხელშეწყობაზე მხარდამჭერი პაკეტების მეშვეობით, რაც ტრენინგებსა და ინვესტიციის შესაძლებლობებს მოიცავს, რომელთა მიზანია ახალი სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების მიღების უზრუნველყოფა და სურსათის უვნებლობის რეგულაციებისა და მოთხოვნების მიღება.
პროექტის მესამე მიმართულება დაეხმარება საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის რეგიონალურ და მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტს, ხოლო განსაკუთრებული აქცენტი ევროკავშირის ბაზარზე გაკეთდება. პროექტი ექსპორტს შეუწყობს ხელს რამდენიმე აქტივობის მეშვეობით, მათ შორის აკრედიტირებული ლაბორატორიული სერვისებით და ექსპორტის წახალისებით.
Specific Objective
საქართველოში სურსათის უვნებლობის სტანდარტების მხარდაჭერა და იმპლემენტაცია და ინსტიტუციების, სურსათის ბიზნესოპერატორებისა და სურსათის უვნებლობის სფეროში სხვა დაინტერესებული მხარეების ხელშეწყობა.
Expected Results
1. ინსპექციებისა და კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესებული ხარისხი და მოცვა და სურსათის უვნებლობის შესახებ განსაზღვრული კანონპროექტის აღსრულება
2. მხარდამჭერი პაკეტების მეშვეობით, საკვები პროდუქტის მწარმოებლებისა და ბიზნესოპერატორების ძალაში შესული სანიტარული და ფიტოსანიტარული / სურსათის უვნებლობის რეგულაციებთან შესაბამისობაში საქმიანობის გაუმჯობესებული მაჩვენებლები
3. DCFTA-ის ფარგლებში, ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებული, უკეთესი სანიტარული, ფიტოსანიტარული და სურსათის უვნებლობის სისტემების მეშვეობით, გაუმჯობესებული საექსპორტო შესაძლებლობები საქართველოსთვის
Project documents
Project map
Integrated Vineyard Management Trainings by Julio Prieto Diaz
Videos
Celebrating the vine grape harvest with an ENPARD IV beneficiary
Quality Management System implementation
NFA media tour_December
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც ქმნის
Subsector:
სოფლის მეურნეობა და სასოფლო განვითარება
Topic:
სოფლის მეურნეობა
Project Status:
მიმდინარე
Start Date:
18.12.2021
End Date:
17.11.2025
Social Media Links:
www.faocebook.com/FaoGeorgia

EU Project Number:
424-843