fbpx
Skip to main content

ბიომასის ენერგია და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, როგორც მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებები მერების შეთანხმების ხელმომწერი ქალაქებისთვის

Project Description
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის "მერების შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკისთვის" პროგრამის ფარგლებში, რომელიც ათასობით ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელს აერთიანებს ევროკავშირის მიერ დასახული კლიმატისა და ენერგეტიკის ამოცანების შესასრულებლად.
პროექტი თელავის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობს, რათა:
- დაინერგოს ენერგოეფექტური ღონისძიებები, გამოყენებულ იქნას განახლებადი ენერგიის წყაროები საპილოტე საბავშვო ბაღებში
- წახალისდეს განახლებადი ენერგიის წარმოებასა და გამოყენებას, ადგილობრივად ხელმისაწვდომი ბიომასის და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით
- განახლებადი ენერგიის მიწოდების ჯაჭვის შექმნის შესაძლებლობის შეფასება და მისი ინიცირება შერჩეულ მუნიციპალიტეტებში, გრძელვადიანი საზოგადოებრივი სერვისის (ბიომასის წყაროს დამატებით) უზრუნველსაყოფად სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის
- მოხდეს ცნობიერების ამაღლება 'მერების შეთანხმების' პოლიტიკისა და მდგრადი ენერგეტიკის საინვესტიციო პროექტების შესახებ, ამ პროექტებისრეპლიკაციის მხარდაჭერა საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში, კერძოდ 'მერების შეთანხმების' ხელმომწერებში
Specific Objective
ქართული ქალაქების/მუნიციპალიტეტების - მერების შეთანხმების ხელმომწერების - შესაძლებლობების გაძლიერება კლიმატის ცვლილების ზეგავლენის შერბილების და მდგრადი ენერგეტიკის პოლიტიკის შესასრულებლად ისეთი საინვესტიციო პროექტების განხორციელებით, რომელიც მათი მდგრადი ენერგეტიკის (კლიმატის) სამოქმედო გეგმაშია ასახული.
Expected Results
- ორი შერჩეული მუნიციპალური/საზოგადოებრივი შენობის სრულად თბო-მოდერნიზირებულია განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გათვალისწინებით
- შექმნილია განახლებადი ენერგიის (ბიომასის) მიწოდების ჯაჭვი ორი შერჩეული შენობის გათბობის უზრუნველსაყოფად სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების (ვენახის ნასხლავით) გამოყენებით
- სამიზნე მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მმართველობაში გაუმჯობესდა მენეჯერული და ტექნიკური შესაძლებლობები, იმისათვის რომ მოხდეს მეკსგ-ს ღონისძიებების საინვესტიციო პროექტებად გარდაქმნა და „მერების შეთანხმების“ ვალდებულებების შესრულება მეკსგ-ს განხორციელების გზით
- შემცირებულია იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება და ადგილობრივად ხელმისაწვდომი განახლებადი ენერგიის წყაროების წილი გაზრდილია მუნიციპალურ ენერგომოხმარებაში
- დაინტერესებული მხარეების და ფართო საზოგადოების გაზრდილი ცნობიერება სუფთა ენერგოტექნოლოგიების სიკეთის შესახებ სამიზნე მუნიციპალიტეტში და მის ფარგლებს გარეთ.
Project map
Photo gallery
Organization of Sustainable Energy day in Telavi on June 29, 2018
Biomass Supply Chain in Telavi Municipality
Sustainable Energy Day in Telavi municipality
Videos
Energy Efficient Kindergarten in Ikalto
Energy Efficient Kindergarten In Telavi
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც ამწვანებს, პარტნიორობა, რომელიც იცავს, პარტნიორობა, რომელიც ქმნის
Subsector:
ენერგეტიკა და ენერგოეფექტურობა, მმართველობა და საჯარო ადმინისტრაცია, სოფლის მეურნეობა და სასოფლო განვითარება
Topic:
ენერგეტიკა, სათანადო მართვა, სოფლის მეურნეობა
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
01.02.2018
End Date:
31.01.2021
Website:
www.eecgeo.org
EU Project Number:
392-880