fbpx
Skip to main content

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი მდგრადი ენერგეტიკული მომავლისკენ

Project Description
პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი ეკოსისტემის გაუმჯობესებას განახლებადი ენერგიის წყაროების (RES) და ენერგოეფექტური (EE) პაკეტების გაზრდილი წილისთვის, რაც გამოყენებული იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.

პროექტი ეფუძნება ორ პრიორიტეტს: ადგილობრივი ინფრასტრუქტურისა და სერვისების გაუმჯობესებას საცხოვრებელი კომფორტის დონის და საინვესტიციო მიმზიდველობის გასაზრდელად ჩოხატაურში და საზოგადოების მონაწილეობის, ინკლუზიური გადაწყვეტილების მიღებისა და საკონსულტაციო პროცესების ხელშეწყობას მუნიციპალური სერვისებისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
Specific Objective
- სკოლამდელი აღზრდის მოსწავლეთა კომფორტის დონის ამაღლების მიზნით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 7 საბავშვო ბაღების განახლება ენერგოეფექტური ტექნოლოგიებითა და შენობა-ნაგებობების მოდერნიზაციის ელემენტებით.
- მცირე საგრანტო პროგრამის განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის წყაროების (RES), ეფექტური ენერგიისა და ხარჯების შემცირების მექანიზმების განვითარებას ფიზიკური პირებისთვის, მეწარმეებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის;
- საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლების კამპანია „EEconomy – დაზოგე ენერგია და ფული, გაზარდე შენი კომფორტის დონე“;
- ჩოხატაურის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მიწოდებული მუნიციპალური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, კერძოდ, საბავშვო ბაღებში ელექტრონული რეგისტრაცია და ხარისხიანი კომუნალური მომსახურება;
- ადგილობრივი თვითმმართველობის, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის რეინვესტირების მექანიზმების შემუშავება.
Expected Results
(1) ენერგოეფექტურობის (EE) სტანდარტების დაცვით შვიდი (7) საბავშვო ბაღის გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა მოსახლეობას დაუმტკიცებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ზრუნავს ახალგაზრდა თაობაზე და ადრეულ ეტაპზე იღებს შესაბამის ზომებს ემიგრაციის თავიდან ასაცილებლად;
(2) ადგილობრივი ბიუჯეტის წლიური დაზოგვა ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მეშვეობით საშუალებას მისცემს ადგილობრივ თვითმმართველობას, უკეთ დააკმაყოფილოს ადგილობრივი საჭიროებები;
(3) საზოგადოების თანამონაწილეობის ზრდა და ენერგოეფექტურობის უზრუნველყოფა (EE) შექმნის საჭირო პირობებს ღია ადგილობრივი მმართველობისა და მომსახურებაზე დაფუძნებული მუნიციპალური სერვისებისთვის;
(4) დანაზოგების რეინვესტირების მექანიზმი უზრუნველყოფს შედეგების მდგრადობას პროექტის დასრულების შემდგომ და გაზიარების პოტენციალს სხვა დაბალი შემოსავლის მქონე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის საქართველოში.
Project documents
Project map
Installation outdoor lighting system in Udabno sattlement
#8 Energy Efficinecy Training
#7 Energy Efficiency Training
#6 Energy Efficiency Training
#5 Energy Efficiency Training
Videos
Promo video about modernization of street lighting in Udabno settlement in Chokhatauri LSG
Promo Trailer "EEconomy" about cost-efficient Energy Efficient (EE) solutions
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც ამწვანებს
Subsector:
ენერგეტიკა და ენერგოეფექტურობა
Topic:
ენერგეტიკა
Project Status:
მიმდინარე
Start Date:
01.01.2023
End Date:
30.06.2025
Social Media Links:

EU Project Number:
440-146