ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში: ადგილობრივი უნარ-შესაძლებლობების გაუმჯობესება საქართველოს რეგიონებში ნარჩენების პრევენციისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისთვის
Project Description
ინიციატივა მიზნად ისახავს საქართველოში უფრო ინკლუზიური, მდგრადი და გარემოსადმი მედეგი მომავლის შექმნას, კახეთის რეგიონსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რესურსეფექტიანობის, მდგრადი მოხმარებისა და წარმოების პრაქტიკის ხელშეწყობისა და ნარჩენების წარმოქმნის მნიშვნელოვნად შემცირების გზით.
Specific Objective
ეს არის ოთხწლიანი ინიციატივა, რომელიც ძირითადად იმუშავებს ნარჩენების სამ ძირითად ტიპზე: შესაფუთი, ბიოდეგრადირებადი და სამშენებლო და ნგრევის ნარჩენები. ICLEI Europe-თან პარტნიორობით, CENN იმუშავებს დაინტერესებული მხარეების უნარ-შესაძლებლობების გაძლიერებაზე, სექტორთაშორის და დაინტერესებული მხარეების თანამშრომლობის ხელშეწყობაზე, რათა მხარი დაუჭიროს ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკისა და ნარჩენების მართვის ინკლუზიური და მონაწილეობითი პოლიტიკის შემუშავებას და განხორციელებას.
Expected Results
პროექტი ხელს შეუწყობს სასწავლო მექანიზმების შექმნასა და განხორციელებას, ცირკულარული გადაწყვეტების პილოტირებას, საზოგადოების ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლებას მდგრადი და მწვანე პრაქტიკის მიმართულებით ქცევითი ცვლილებების მისაღწევად.
Project map
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც იცავს, პარტნიორობა, რომელიც აძლიერებს, პარტნიორობა, რომელიც ამწვანებს Subsector:
მმართველობა და საჯარო ადმინისტრაცია, სამოქალაქო საზოგადოება, ეკოლოგია და კლიმატის ცვლილება Topic:
ეკოლოგია Project Status:
მიმდინარე Start Date:
01.10.2024 End Date:
30.09.2028 Website:
www.cenn.org
EU Project Number:
457-365