fbpx
Skip to main content

იმოქმედე საქართველოსთვის: მტკიცე და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ცვლილებებისთვის

Project Description
პროექტი “იმოქმედე საქართველოსთვის“ აძლიერებს ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოს რეგიონებში, ხელს უწყობს დემოკრატიულ მმართველობას და სამოქალაქო ჩართულობას ქვეყნის მასშტაბით. პროექტის მიზანია სამოქალაქო სექტორის ინსტიტუციური გაძლიერება და მისი მდგრადობის უზრუნველყოფა.

დემოკრატიული ღირებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის მიზნით, პროექტის ფარგლებში შეიქმნა სამოქალაქო საზოგადოების ჰაბები, რომლებიც საქართველოს 10 რეგიონში წარმოადგენენ სამოქალაქო სექტორის ინსტიტუციურ საყრდენს. პროექტი ასევე აძლიერებს სათემო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო აქტივისტებს, ადგილობრივ გამოწვევებზე შემდგომი რეაგირების, ადვოკატირებისა და პოზიტიური ცვლილებების მიზნით.

პროექტი ეფუძნება იმ ცოდნასა და გამოცდილებას, რაც დაგროვდა წინა წლებში განხორციელებული ორი პროექტის - “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” (2017-2021) და “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა” (2021-2024) - ფარგლებში.

Specific Objective
პროექტის კონკრეტული მიზნებია:

• სამოქალაქო საზოგადოების აქტორებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს (ბიზნესი, მედია, ფართო საზოგადოება) შორის კავშირების გაძლიერება. ასევე, სამოქალაქო საზოგადოების აქტორების მომზადება ხელისუფლებასთან არსებითი დიალოგისთვის, როცა ამის პირობები შეიქმნება.
• ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების აქტორების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, განსაკუთრებით მათი ფინანსური მდგრადობის სტრატეგიებისა და საზოგადოებასთან საკომუნიკაციო კამპანიის გაუმჯობესების გზით.
Expected Results
პროექტი საქართველოს რეგიონებში ფარავს:

o 500 ორგანიზებულ ჯგუფს (სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, სათემო ორგანიზაციები და საინიციატივო ჯგუფები).
o 3000 მოქალაქე (აქტივისტები, ახალგაზრდები, სკოლის მასწავლებლები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები).
o 50 ბიზნესორგანიზაცია.

პროექტი ასევე მოიცავს კომპლექსურ საგრანტო კომპონენტს სამოქალაქო საზოგადოების ჰაბების, ადგილობრივი ინიციატივების, სამოქალაქო აქტივისტების, სახალხო დაფინანსების (“ქრაუდფანდინგის”), კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მხარდასაჭერად.
Project map
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც აძლიერებს
Subsector:
სამოქალაქო საზოგადოება
Topic:
სამოქალაქო საზოგადოება
Project Status:
მიმდინარე
Start Date:
01.02.2025
End Date:
31.01.2027
Social Media Links:

EU Project Number:
461-791