fbpx
Skip to main content

ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ხელშეწყობა

Project Description
ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება ეფექტურად ებრძოლოს ორგანიზებულ დანაშაულს და ტრეფიკინგს, ასევე, გააძლიეროს ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ. ამ ვალდებულების შესრულების მიზნით, საქართველოს მთავრობამ რამდენიმე რეფორმა გაატარა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას ეთმობა.

პროექტი ხელს უწყობს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას, რისთვისაც აძლიერებს ისეთი ორგანოების შესაძლებლობებს, რომლებიც ჩართულები არაინ ადამიანების ტრეფიკინგის, კიბერდანაშაულის, ნარკო-დანაშაულის, ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლაში. პროექტი ასევე ხელს უწყობს ევროპოლთან (EUROPOL) და ევროპის პოლიციის კოლეჯთან (CEPOL) კავშირების გაღრმავებას, რაც ასევე ასოცირების ხელშეკრულებითაა მოთხოვნილი.

პროექტი მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაზე პასუხისმგებელ შესაბამის დანაყოფებთან. იგი ასევე მუშაობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და აძლიერებს მათ მდგრადობას.
Specific Objective
ხელი შეუწყოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, გააღრმავოს საერთაშორისო, მათ შორის ტრანსსასაზღვრო, სამართლებრივი თანამშრომლობა რისკის ანალიზისა და ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის საფუძველზე.
Expected Results
- ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინსტიტუციონალური გაძლიერება.
- ორგანიზებული (მათ შორის ტრანს-სასაზღვრო) დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში სამართალდამცავი უწყებების შესაძლებლობების განვითარება
- ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობისა და სპეციალური საგამოძიებო ტექნიკების გამოყენების გზით, ადამიანების უფლებების დაცვის გათვალისწინებით.
- შესაბამისი სამართალდამცავი უწყებების ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერება.
- გაუმჯობესებულია ორგანიზებული დანაშაულის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის (სამართლებრივი) მექანიზმები, განსაკუთრებული აქცენტით გენედერულად სენსიტიურ მიდგომებზე.
- საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობისა და კონტაქტების გაღრმავება ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ევროპოლთან და მესამე ქვეყნების შესაბამის უწყებებთან.
- დანაშაულის პრევენციის გაძლიერება საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის დანერგვის გზით ადამიანის უფლებების დაცვის კომპონენტის გაძლიერებით.
- ორგანიზებული დანაშაულის პრევენციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ცნობიერების ამაღლება გენდერული მიდგომების გათვალისწინებით.
- შს აკადემიის შესაძლებლობების გაძლიერება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საკითხებზე სამართალდამცავების მომზადების გზით.
Beneficiaries
The MIA Annual Report 2021
Print and Promo Materials for The Winter School ,,Readers Intelligence and Security Camp"
The Winter School ,,Readers Intelligence and Security Camp"
Updated print materials for the Awareness Raising Campaign on Organised Crime
Interagency Coordinating Council for Combating Organised Crime
Ministry of Internal Affairs of Georgia
Project map
Photo gallery
Ministry of Internal Affairs of Georgia
Interagency Coordinating Council for Combating Organised Crime
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც იცავს
Subsector:
მმართველობა და საჯარო ადმინისტრაცია
Topic:
სათანადო მართვა
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
20.07.2018
End Date:
19.01.2021
EU Project Number:
398-323