fbpx
Skip to main content

EU4BUSINESS: კომპანიების დაკავშირება

Project Description
პროექტი "EU4BUSINESS: კომპანიების დაკავშრება" მიზნად ისახავს ვაჭრობის ხელშეწყობას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას შორის. პროექტი ფოკუსირებული ეკონომიკური საქმიანობის ხუთ სექტორზე, სადაც არსებობს მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების მნიშვნელობანი პოტენციალის, კერძოდ - ორგანული საკვები, შემოქმედებითი დარგები, ტექსტილი, ტურიზმი და მეღვინეობა.
Specific Objective

- მდგრადი და სამართლიანი ეკონომიკური განვითარების მოდელების ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, რაც გაზრდის ინვესტიციებს, გააუმჯობესებს მოქალაქეების სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას და მათი დასაქმების შესაძლებლობებს.
- ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების ხელშეწყობა შესაბამის სექტორებში მცირე და საშუალო საწარმოების ინტერნაციონალიზაციის, საექსპორტო პოტენციალის გაუმჯობესების, და ახალი ბაზრების ათვისების მიზნით.
- მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ვაჭრობის სფეროში, კერძოდ, ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის კუთხით.
Expected Results
- კომპანიების დაკავშრება: დაწყებულია საკონკურსო განაცხადების მიღება. დასაკავშირებლად მცირე და საშუალო საწარმოებს შეარჩევენ ევროპის სექტორული კონსორციუმები; შერჩევა მოხდება გამჭვირვალე პროცედურების საშუალებით, ევროკავშირის წესების შესაბამისი სათანადო კრიტერიუმების დაკმაყოფილების საფუძველზე. ზემოაღნიშნულის მიზანია თანამშრომლობის შესაძლებლობების გამოვლინება საერთო პროდუქციის ან სერვისის წარმოების პროცესში.
- სასწავლო ვიზიტები: მონაწილეებს სთავაზობს სწავლას „სამუშაო ადგილზე“ ბიზნესის მხარდამჭერი სხვა ორგანიზაციებისგან, ზრდის ინფორმირებულობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შესახებ ევროკავშირის ბიზნეს-წრეებში და პირიქით, ასევე სთავაზობს ქსელური აქტივობის შესაძლებლობებს. თითოეულ სასწავლო ვიზიტს ექნება კონკრეტული მიზანი, რომელიც შეიძლება იყოს თემატური (მაგ. სერვისის ინტერნაციონალიზაცია, ქალთა მეწარმეობა), ან სექტორული (მაგ. აგრო-პროდუქტები, ტექსტილი).
- თვინინგი (რაც განისაზღვრება, როგორც პოტენციალის შექმნა / კოლეგებს შორის ურთიერთსწავლება ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციებისთვის, სტაჟირება) პირდაპირი კავშირების დასამყარებლად ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებს შორის ევროკავშირში და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. თვინინგი მიზნად ისახავს ცოდნის გაღრმავებას სავაჭრო გარემოს და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ, რათა ხელი შეუწყოს კოლეგებს შორის გაცვლებს, საუკეთესო პრაქტიკის და ცოდნის გაზიარებას, თანამშრომლობას და ორივე მონაწილის ცოდნის გაუმჯობესებას.

ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციებისთვის ადგილობრივი პირობების და ბიზნეს-გარემოს გაცნობის მიზნით, ამავე აქტივობის ფარგლებში ხელს შეუწყობენ ვიზიტებს სამრეწველო ობიექტებზე, კომპანიებში და მცირე და საშუალო საწარმოებში, ადგილობრივ კლასტერებთან და ინოვაციის ცენტრებში.

პროექტში გათვალისწინებულია 59-მდე განმეორებითი გრანტების სქემა (მაქსიმუმ) 60,000 ევროს ოდენობით მესამე მხარეებისთვის.
Project map
Photo gallery
PROJECT DETAILS
რეგიონალური
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც ქმნის
Subsector:
ეკონომიკა და ვაჭრობა
Topic:
ბიზნესი
EaP Countries:
სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველოს, მოლდოვა, უკრაინა
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
01.01.2020
End Date:
31.12.2023
EU Project Number:
411-865