CENN აცხადებს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ საგრანტო კონკურსს სოციალური სერვისების გაუმჯობესებისათვის
CENN, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე –„სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის“ – პროექტის ფარგლებში, აცხადებს საგრანტო კონკურს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, სოციალური მისიის მქონე კერძო სექტორის წარმომადგენლებისა და სოციალური სერვისის მიმწოდებლებისათვის სოციალური სერვისების ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების გაუმჯობესებაზე.
საგრანტო კონკურსის კონკრეტულ მიზანია მუნიციპალურ დონეზე არსებული საჭიროებების შესაბამისი, გენდერულად მგრძნობიარე ისეთი ინიციატივების განხორციელება, რომლებიც მიმართული იქნება ხარისხიან სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, უფლებათა მატარებლების გაძლიერებაზე, მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების გაუმჯობესებასა და უფლებების დასაცავად ციფრული გადაწყვეტილებების გამოყენებაზე.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
- სამოქალაქო საზოგადოების რეგისტრირებულ ორგანიზაციებს;
- სოციალური მისიის მქონე რეგისტრირებულ კერძო კომპანიებს;
- რეგისტრირებულ ორგანიზაციებს, რომლებიც ორიენტირებულები არიან სოციალური სერვისის მიწოდებაზე;
- ასევე, ზემოთ მითითებული ორგანიზაციებისგან შემდგარ კონსორციუმს.
საგრანტო თანხის მოცულობა: მინიმუმ 5,000 და მაქსიმუმ 13,000 ევრო (დღგ-ის ჩათვლით)
საგრანტო კონკურსში წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა: 2024 წლის 30 აპრილი, 18:00 საათი.
საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაიმართება საკონსულტაციო-საინფორმაციო შეხვედრები სამიზნე მუნიციპალიტეტებში:
- დმანისის მუნიციპალიტეტი, 1 აპრილი, 11:00 საათი დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზი. მისამართი: ქ. დმანისი, წმინდა ნინოს ქუჩა №41;
- ბოლნისის მუნიციპალიტეტი, 10 აპრილი, 11:00 საათი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზი. მისამართი: ქ. ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა №106
- წალკის მუნიციპალიტეტი, 11 აპრილი, 12:00 საათი წალკის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზი. მისამართი: ქ. წალკა, არისტოტელეს ქუჩა №22
- გარდაბნის მუნიციპალიტეტი. 12 აპრილი, 11:00 საათი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზი. მისამართი: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქუჩა №127
- ახალციხის მუნიციპალიტეტი. 2 აპრილი, 12:00 საათი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზი. მისამართი: ქ. ახალციხე, მ. კოსტავას ქუჩა №18
- ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი. 15 აპრილი, 12:00 საათი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზი. მისამართი: ქ. ნინოწმინდა, პუშკინის ქუჩა №43
საგრანტო კონკურსის დეტალური სახელმძღვანელო და წარმოსადგენი დოკუმენტაცია იხილეთ ქვემოთ.