დამწყები ჟურნალისტებისთვის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა, Youth4Regions, 18-30 წლის ახალგაზრდებს პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს. დაინტერესებულებს უნდა ჰქონდეთ ჟურნალისტური განათლება და იყვნენ აზერბაიჯანის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთის ან უკრაინის მოქალაქეები.
პროგრამა 2022 წლის 8-14 ოქტომბერს ჩატარდება. დაბინავების, საკვების და მგზავრობის ხარჯებს ევროკომისია დაფარავს.
პროგრამის მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგი ჟურნალისტიკაში და ევროკავშირის რეგიონული პოლიტიკის საკითხებზე. ისინი ეწვევიან ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტს და მონაწილეობას მიიღებენ ევროკომისიის პრეს-ტურებში, რომლებიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში გაიმართება.
განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 11 ივლისი.
დამატებითი ინფორმაცია
პრესრელიზი