fbpx
Skip to main content

ევროკავშირი საქართველოში და ,,ქალები საერთო მომავლისთვის” საქართველოს ოფისი მედია თანასწორობისთვის 2021

10/12/2021

ევროკავშირის მხარდაჭერით, “ქალები საერთო მომავლისთვის – საქართველომ” (WECF Georgia) გამართა
კონფერენცია ეთიკური და ინკლუზიური მედია გაშუქების მნიშვნელობაზე, რასაც მოჰყვა კონკურსის “მედია თანასწოროებისთვის 2021” დაჯილდოების ცერემონია.

“მინდა მივულოცო მედია თანასწორობისთვის 2021 გამარჯვებულებს. გენდერული თანასწორობა
ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებაა, რომელსაც ჩვენ ხელს ვუწყობთ ამ ჯილდოს მეშვეობით.
მჯერა, რომ მედია მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რომ ხაზი გაუსვას ქალების წინაშე არსებულ
პრობლემებს და გააკრიტიკოს არსებული სტერეოტიპები. ეს არის პირველი ჯილდო საქართველოში,
რომელიც აღიარებს ტრადიცული და ციფრული მედიის ადგილს ამ დებატებში” , – ამბობს სიგრიდ ბრეტელ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსი.

“ქალები საერთო მომავლისთვის – საქართველო” მუშაობს ჟურნალისტებთან და ინფლუენსერებთან, რათა გააძლიეროს ქალთა უფლებების აქტივისტების ხმა. მათ შეუძლიათ ქალთა გაძლიერების შესახებ
შეტყობინებების ყველაზე ეფექტური კომუნიკაცია საზოგადოებაში”, – ამბობს ანნა სამველ, “ქალები
საერთო მომავლისთვის – საქართველოს” დირექტორი.

კონფერენცაიმ და დაჯილდოების ცერემონიალმა, რომელიც გაიმართა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი აქტივიზმის ფარგლებში, ხაზი გაუსვა, რომ მედია არის გავლენიანი ძალა პოზიტიური ცვლილებებისა და საზოგადოების გენდერული სტერეოტიპების შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის. ამრიგად, ეთიკური და გენდერულად მგრძნობიარე გაშუქება ქმნის დიალოგს ქალთა უფლებებისა და თანასწორობის შესახებ. შეხვედრაზე მედიის მენეჯერებმა, გენდერის და მედიის ექსპერტებმა განიხილეს საქართველოში არსებული მედია გარემო, მისი ძირითადი გამოწვევები და გენდერული საკითხების გაშუქების გაუმჯობესების გზები.

ეს ღონისძიება ასევე ჩატარდა ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში, რომელიც დასრულდა 10
დეკემბერს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს, რომელიც აღნიშნავს ადამიანის უფლებების
საყოველთაო დეკლარაციის მიღებას 1948 წელს. დეკლარაცია ითვალისწინებს ადამიანის უფლებისა და
თავისუფლების ფართო სპექტრს, რომლის უფლებაც ჩვენ ყველას გვაქვს. ადამიანის უფლებათა კვირეული 2021, არის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ, რომ ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი ღირსებითა და უფლებებით, რაც ავსებს დღევანდელ კონფერენციასა და დაჯილდოების ცერემონიას.

“მედია თანასწორობისთვის 2021” WECF საქართველომ, ევროკავშირის მხარდაჭერით, გამოაცხადა
კონკურსი ოთხ სხვადასხვა კატეგორიაში. ჟიურიმ შეარჩია გამარჯვებულები მათი გენდერულად
მგრძნობიარე თხრობის სტილისთვის და ქალების ეკონომუკური, პოლიტიკური და სოციალური
გაძლიერების ხელშეწყობისთვის. “მედია თანასწორობისთვის” კონკურსი პირველია საქართველოში,
რომელიც ტრადიციულ და ციფრულ მედიასთან ერთად, სოციალური მედიის დიდ გავლენას აღიარებს
საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
● ანი გურულიშვილი, კომუნიკაციების ასისტენტი ,,ქალები საერთო მომავლისთვის –
საქართველო): ani.gurulishvili@wecf.org დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ
იხილეთ ,,ქალები საერთო მომავლისთვის – საქართველოს” ვებ გვერდზე:
https://www.wecf.ge/media-awards/
● თამრიკო მიქაძე, პრესისა და საინფორმაციო ოფიცერი, ევროკავშირის დელეგაცია
საქართველოში Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu