fbpx
Skip to main content

ინოვაციური გადაწყვეტები სოფლის განვითარებისთვის

17/07/2020

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა მხარს უჭერს COVID-19-ით გამოწვეულ კრიზისზე პასუხს ინოვაციების და ტექნოლოგიების გამოყენებით

ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA), სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან (ARDA) და არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ფორსეტი“ პარტნიორობით, იწყებენ ჰაკათონს COVID-19-ის პირობებში სოფლის განვითარებისთვის.  

ჰაკათონის მიზანია ინოვაციური მიდგომებისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ხელი შეუწყონ COVID-19-ის გამოწვევებთან გამკლავებას საქართველოს რვა მუნიციპალიტეტში.

ჰაკათონების მიზანი

ჩვენი მიზანია პანდემიის გამო წარმოქმნილ ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებთან გამკლავება ინოვაციური მიდგომებისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით.

ჩვენი სამიზნე მუნიციპალიტეტებია – ქედა, ხულო, ბორჯომი, ახალქალაქი, თეთრიწყარო, ყაზბეგი, ლაგოდეხი და დედოფლისწყარო.

ვის შეუძლია მონაწილეობა

ჰაკათონებში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ ციფრული ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს, პროგრამისტებს, დიზაინერებსა, ასევე სამოქალაქო აქტივისტებს ინვოაციური და ტექნოლოგიური იდეებით სოფლის განვითარებისთვის.

როდის და როგორ ჩატარდება ჰაკათონები 

პირველი ონლაინ ჰაკათონი გაიმართება 2020 წლის 5-7 ივნისს. ჰაკათონის მიზნებია:

  • პანდემიის გამო კრიზისში მყოფი ტურისტული სექტორის მხარდაჭერა და
  • სოფლად მცხოვრები ან დასაქმებული ადამიანების, განსაკუთრებით ქალების ხელშეწყობა.

ჰაკათონის მონაწილეები მენტორების დახმარებით 72 საათის განმავლობაში შექმნიან ციფრული პროდუქტების პროტოტიპებს. თითოეული გამარჯვებული გუნდი მიიღებს 20,000 ლარს მათი პროექტების განხირციელებისთვის, რომელიც 2020 წლის აგვისტომდე უნდა დასრულდეს.

როგორ მივიღოთ მონაწილეობა

რეგისტრაცია დაწყებულია და მისი ბოლო ვადაა 26 მაისი.

რატომ ვატარებთ ჰაკათონებს  

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოს სოფლის განვითარების მრავალწლიანი მხარდამჭერები არიან, რაც ევროკავშირის გრძელვადიანი დახმარების ნაწილია, რომელიც ხელს უწყობს სოფლის განვითარების ეფექტიანი პოლიტიკის შექმნას და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდას. სოფლის განვითარების პროგრამა, ENPARD, 2013 წლიდან ხორციელდება და 2022 წლამდე გაგრძელდება, ხოლო მისი სრული ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს შეადგენს. მეტი ინფორმაცია პროგრამაზე ENPARD ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: www.enpard.ge

 

საკონტაქტო ინფორმაცია  

კესი კაციტაძე,  kkatsitadze@gita.gov.ge, (+995) 577 04 90 81