fbpx
Skip to main content

EU ENPARD გრანტები – “კატეგორია 2: სპეციალური საგრანტო შესაძლებლობები”

გარდა კატეგორია 1 – ზოგადი საგრანტო ციკლისა, პროგრამა გთავაზობთ სპეციალურ საგრანტო შემოთავაზებას. იმისათვის, რომ გაიგოთ რომელი შესაძლებლობა არის ხელმისაწვდომი თქვენს მუნიცპალიტეტში, მიყევით შემდეგ ბმულს. 

სეტყვის საწინააღმდეგო ბადეები გორის მუნიციპალიტეტში:

მოდელი: წარმოებული კულტურის შესაბამისი
მომწოდებელი: ანტგეო
აღჭურვილობის ფასი: იხილეთ ქვემოთ
თანამონაწილეობრივი გრანტი: 40%
თანამონაწილეობრივი კონტრიბუცია: 60%
მაქსიმუმი ოდენობა: 2 ჰექტარი
მოთხოვნა: მხოლოდ ვაშლის მწარმოებლებისთვის გორში, ბაღი უნდა იყოს ინტენსიური (ვერტიკალური ბოძი ან მაღალი ღერძი) და 5 წელზე ახალგაზრდა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ განმახორციელებელი პარტნიორის მიერ საველე ვიზიტი განხორციელდება საგრანტო გადაწყვეტილების მიღებამდე პროექტის ტექნიკური მიზანშეწონილობის დასადასტურებლად.

მთლიანი ღირებულება (ლარში)

გრანტი (ლარში)

კონტრიბუცია (ლარში)

1 ჰექტარი, ბოძებით

                   55,470

                   22,188

                   33,282

2 ჰექტარი, ბოძებით

                 104,648

                   41,859

                   62,789

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მოცემული საგრანტო შესაძლებლობა არის საპილოტე პროექტი. მოცემული საგრანტო ციკლის ფარგლებში, პროექტი გეგმავს ხელი შეუწყოს მაქსიმუმ  50 ჰექტრამდე სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებს.

ნულოვანი დამუშავების სათესი მარცვლეულის მწარმოებლებისთვის გორის მუნიციპალიტეტში:

ბრენი: Sakalak
მოდელი: სხვადასხვა
მომწოდებელი: “აგრომოტორსი”
აღჭურვილობის ღირებულება: 18,050 – 20,200 აშშ დოლარი
თანამონაწილეობრივი გრანტი: 60%, ანუ  10,830 – 12,120 აშშ დოლარი
თანამონაწილეობრივი კონტრიბუცია: 40%, ანუ 7,220 – 8,080 აშშ დოლარი
მაქსიმალური რაოდენობა: 1 ერთეული
მოთხოვნა: მხოლოდ მარცვლეულის მწარმოებლებისთვის