fbpx
Skip to main content

საქართველო მწვანე მომავლისკენ

Project Description
პროექტი „საქართველო მწვანე მომავლისკენ“ ხელს უწყობს საქართველოს მწვანე და მდგრადი მომავლისკენ სვლას. ინიციატივა მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას გარემოსდაცვით საკითხებზე, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლასა და მწვანე გარდაქმნაზე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, მწვანე ინიციატივების მიმართ, ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ, ცნობიერების ამაღლებას, ასევე, საზოგადოების ფართო ჩართულობას, მდგრადი პრაქტიკების დანერგვასა და კლიმატის ცვლილების საპასუხო ქმედებებში, ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.
Specific Objective
• მოქალაქეებისა და კერძო სექტორის ცნობიერების ამაღლება და ქმედებების წახალისება გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებისა და მწვანე გარდაქმნის მიმართულებით.
• საქართველოში გარემოსდაცვითი და კლიმატის ინიციატივების მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ ცნობიერების და ხილვადობის გაზრდა.
• სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორის, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდების, ქალების, უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობის გაფართოება, ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო გარემოსდაცვით და კლიმატის შესახებ დიალოგებში.
Expected Results
1. მოქალაქეები, ახალგაზრდები, ქალები, მოწყვლადი ჯგუფები და ბიზნესი უკეთ იქნებიან ინფორმირებული და გადადგამენ პრაქტიკულ ნაბიჯებს უფრო მწვანე ცხოვრების მიმართულებით.
2. ევროკავშირის წვლილი სუფთა ენერგიაში, მდგრად ტრანსპორტში, ნარჩენების გადამუშავებასა და კლიმატის ინიციატივებში უფრო თვალსაჩინო გახდება საზოგადოებისათვის.
3. სამოქალაქო ორგანიზაციები, თემები და ბიზნესი, განსაკუთრებით ახალგაზრდები და უმცირესობები, აქტიურად ჩაერთვებიან კლიმატისა და გარემოსდაცვით დისკუსიებში.
4. კრეატიული საინფორმაციო კამპანიები და ღონისძიებები აამაღლებს ცნობიერებას და უბიძგებს მოსახლეობას ყოველდღიური მწვანე ქმედებებისკენ.
5. ჟურნალისტებთან, ინფლუენსერებთან, სკოლებთან და ევროკავშირის მხარდაჭერით მოქმედ პლატფორმებთან თანამშრომლობა გააძლიერებს მდგრადობის გზავნილების გავრცელებას მთელ საქართველოში.
Project map
Videos
EU Day Kutaisi_Green Corner_Georgia Goes Green Launch
EU Day Kutaisi_Green Corner_Georgia Goes Green Launch_Reel
EU Day Kutaisi_Green Corner_Georgia Goes Green_Reel
EU Day Kutaisi_Green Corner_Georgia Goes Green
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც ამწვანებს
Subsector:
ეკოლოგია და კლიმატის ცვლილება
Topic:
ეკოლოგია
Project Status:
მიმდინარე
Start Date:
01.09.2025
End Date:
30.06.2027
Social Media Links:

EU Project Number:
300127907