10 ოქტომბერს ევროპა კახეთში მოდის! შემოგვიერთდით მეღვინეობა მოსმიერში და გაატარეთ განსაკუთრებული დღე მთელ ოჯახთან ერთად.
დააგემოვნეთ, მოუსმინეთ, გაიცანი და იმონაწილევეთ! ევროპა და კახეთი ერთმანეთს ღვინის, კერძებით, ტრადიციებით, მუსიკით და ისტორიებით შეხვდებიან. მოდი, აღმოაჩინე ევროპა და განიცადე ის შენებურად!
ქართულ-ევროპული სუფრა
დღესასწაულის გულში უნიკალური სუფრა დაგხვდებათ, რომლის კურატორიც თანამედროვე ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა, შეფ-მზარეული თეკუნა გაჩეჩილაძეა. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ქართული გემოები და კერძები დასავლურ კულინარიულ სტილებს შეუხამა და თანამედროვე ქართული სამზარეულოს ახალი მიმართულება შექმნა.
ვენახებს შორის გაშლილ სუფრასთან ევროპა და კახეთი ერთმანეთს კერძების, ღვინისა და სტუმართმოყვარეობის ენით შეხვდება — ევროპული ყველი, პური, საკონდიტრო ნაწარმი და გემოები ქართული ინგრედიენტებისა და ტრადიციების თანხლებით.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოები ევროპას კახეთში გასტრონომიით, ინტერაქციული, კულტურული აქტივობებით, ქვიზებით, თამაშებითა და საინტერესო ისტორიებით წარმოადგენენ.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოები თავიანთ ქვეყნებს გასტრონომიისა და ინტერაქციული კულტურული გამოცდილების საშუალებით წარმოადგენენ. ეროვნულ კერძებთან და პროდუქტებთან ერთად, საელჩოები ვიქტორინებს, თამაშებს და სხვა გასართობ აქტივობებს შემოგთავაზებენ.
საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები კახეთშიც შემოგვიერთდებიან და ტრადიციულად საინტერესო და ინტერაქციულ ვორქშოპებს, ქვიზებს და ბევრ გასართობ და საგანმანათლებლო აქტივობას შემოგვთავაზებენ.
კახეთში ყველასთვის ცნობილი სამაგიდო თამაშების კლუბი “თავსატეხი” არ მოგცემთ მოწყენის საშუალებას. ჩაერთეთ, ითამაშეთ და მოიგეთ პრიზები.
შესაძლებლობები
10 ოქტომბერი – მეღვინეობა მოსმიერი
მეღბინეობა მოსმიერში, ევროპის დღეზე საინტერესო სპიკერები ისეთ თემებზე ისაუბრებენ როგორიცაა ახალგაზრდებისთვის შექმნილი შესაძლებლობები, ტრადიცია და მომავალი.
Wine Art თამარ მაღლაფერიძე-დადეშქელიანის საავტორო მასტერკლასი
10 ოქტომბერი – მეღვინეობა მოსმიერი
თანამედროვე ქართველი მხატვარი თამარ მაღლაფერიძე-დადეშქელიანი უნიკალურ მასტერკლასს გაუძღვება, სადაც ქართული ღვინო ბუნებრივ საღებავად იქცევა და სტუმრები საკუთარი ნამუშევრების შექმნას შეძლებენ.
Wine Art
ღვინის დეგუსტაცია თეონა თოხაძესთან ერთად საქართველოს საუკეთესო სომელიე 2026-ის გამარჯვებული
10 ოქტომბერი – მეღვინეობა მოსმიერი
ცნობილი ქართველი სომელიე თეონა თოხაძე, საქართველოს 2026 წლის საუკეთესო სომელიეს ტიტულის მფლობელი, სტუმრებს ორ ინტერაქციულ ღვინის დეგუსტაციის სესიაზე უმასპინძლებს. მონაწილეები დააგემოვნებენ მოსმიერის ორ თეთრ ღვინოს — ამბერ რქაწითელი, ქისი კლასიკური და წითელი შერეული აპასიმენტო დეკანოიძის მეღვინეობიდან. დეგუსტაციის პროცესში თეონა სტუმრებს ღვინის არომატების, გემოვნური თავისებურებებისა და დაყენების ტექნოლოგიების აღმოჩენაში გაუძღვება. სპეციალური არომატის და სახალისო სენსორული ქვიზების დახმარებით, სესიები შემეცნებითი და გასართობი იქნება.
Wine Art
We use cookies and similar technologies to improve your experience on our website.