Skip to main content

300-ზე მეტმა ქართველმა მასწავლებელმა გაიარა ევროპული ხარისხის ტრენინგი მედიაწიგნიერებაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს მოდულის საშუალებით

ოქტომბერი 09, 2026

2 ოქტომბერს კავკასიის უნივერსიტეტმა თბილისში უმასპინძლა დასკვნით კონფერენციას, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს მოდულის მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებული განათლების საკითხებს (მედიაწიგნიერების ევროპული მოდელების ინტეგრირება ქართულ აკადემიურ სივრცეში – EUMLGE) მიეძღვნა.

პროექტის ავტორი და კოორდინატორი იყო კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი გიორგი ჯოლოგუა.

ამ პროექტის ფარგლებში საქართველოს 74 სკოლის 314 მასწავლებელმა გაიარა ევროპული ხარისხის ტრენინგი მედიაწიგნიერებაში. გარდა ამისა, 12 სკოლის
161-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა ზაფხულის სკოლაში „ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ“ (EU VS Disinformation).

„მედიაწიგნიერება ძირითადი კომპეტენციაა ინფორმირებული მოქალაქეობის, კრიტიკული აზროვნებისა და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებისთვის“, – განაცხადა ლენკა ვიტკოვამ, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა. „დღევანდელ საინფორმაციო გარემოში უამრავი საფრთხეა – დაწყებული ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული კონტენტიდან, რომელიც არღვევს საზღვრებს რეალურსა და წარმოსახვითს შორის, და დამთავრებული მიზანმიმართული დეზინფორმაციით და მანიპულირებადი კონტენტით“.

მედიაწიგნიერების კურსი, რომელიც მუდმივად დაემატა კავკასიის უნივერსიტეტის სასწავლო გეგმას, უკვე 108 სტუდენტმა დაასრულა.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი