fbpx
Skip to main content

განცხადება – შეფუთვების ტექნოლოგია და წრიული ეკონომიკა

Packaging technology and circular economy

ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) PMAG შემფუთველთა კლასტერთან ერთად იწვევენ შესაფუთი მასალების მწარმოებელი და შემფუთველი კომპანიების წარმომადგენლებს სემინარში „შეფუთვების ტექნოლოგია და წრიული ეკონომიკა“ მონაწილეობის მისაღებად.

ოთხდღიანი ონლაინ სატრენინგო კურსი იმართება შეფუთვების მსოფლიო ორგანიზაციის (WPO) მიერ, რომელიც მსმენელებს საშუალებას მისცემს, მიიღონ  ცოდნა  შეფუთვების სფეროს და ტექნოლოგიების, წრიული ეკონომიკისა და გარემოს მიმართ გამოწვევების შესახებ და ასევე სწრაფად მოახდინონ მიღებული ცოდნის ტრანსფორმაცია მათ ყოველდღიურ საქმიანობაში.

კურსი შედგება: 4 შეხვედრისგან (2021 წლის 5, 6, 7, 8 ოქტომბერი 10:00-13:00 სთ):

5 ოქტომბერისამშაბათი

დრო: 10:00-13:00 (3 საათი)
მსოფლიოს შემფუთველთა ორგანიზაციის შესახებ

  • შესაფუთი მასალები – ქაღალდი და მუყაო
  • შესაფუთი მასალები – გოფრა
  • შესაფუთი მასალები – პლასტიკი, პლასტმასი

ოქტომბერი, ოთხშაბათი

დრო: 10:00-13:00 (3 საათი)

  • შესაფუთი მასალები – ლითონი
  • შესაფუთი მასალები – შუშა
  • შეფუთვების მარკეტინგი, ბრენდის შექმნა და პროდუქტის სასიცოცხლო ციკლი

ოქტომბერი, ხუთშაბათი

დრო: 10:00-13:00 (3 საათი)

  • შეფუთვის ზოგადი პრინციპები
  • ცირკულარული ეკონომიკა და მდგრადობა
  • სურსათის უვნებლობა
  • ხარისხის მენეჯმენტი და „Lean Six Sigma”

ოქტომბერი, პარასკევი

დრო: 10:00-13:00 (3 საათი)

  • თანამედროვე შეფუთვები
  • დამცავი შეფუთვა
  • გლობალური შეფუთვის ტენდენციები და სტატისტიკა
  • შეფუთვების მომავალი

ტრენინგზე რეგისტრაციისთვის დააჭირეთ აქ.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ PMAG შეფუთვების კლასტერს:

***

სემინარი ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივის ფარგლებში „ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“, რომელიც ხორცილდება გაეროს სააგენტოების მიერ  კერძო სექტორთან თანამშრომლობით და რომლის მთლიანი ბიუჯეტი 6 მილიონ  აშშ დოლარს შეადგენს. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართულ მეწარმეობას, საკანონმდებლო ველის გაუმჯობესებას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ევროკავშირთან თანამშრომლობის განმტკიცებას.    

ევროკავშირიბიზნესისათვისშესაძლებლობები