fbpx
Skip to main content

გურიაში ევროკავშირის საქმიანობის წარმოსაჩენად ელჩი კარლ ჰარცელი ოზურგეთს ეწვია  

გურიაში ევროკავშირის საქმიანობის წარმოსაჩენად ელჩი კარლ ჰარცელი ოზურგეთს ეწვია / Ambassador Hartzell visits Ozurgeti to promote EU’s activities in Guria

2022 წლის 24 მაისს ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ოზურგეთს ესტუმრა. გურია ევროკავშირის ერთ-ერთ სამიზნე რეგიონს წარმოადგენს. ვიზიტის ფარგლებში ელჩმა მოინახულა ადგილობრივი სკოლა, დაესწრო ფილმის ჩვენებას „მე და ევროპა“ და შეხვდა რეგიონში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ბენეფიციარებს.

ელჩმა ოზურგეთის საჯარო სკოლის 100-ზე მეტ მოსწავლესთან ღია და ინტერაქტიული დისკუსია გამართა ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებზე. ამასთან, ევროპული ელფერით, მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობა მიიღო კლასიკურ თამაშში „რა? სად? როდის?“, რის შემდეგაც მან „ მე და ევროპა“ თემაზე ჩატარებული მხატვრული სასკოლო კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა.

ვიზიტის ფარგლებში, ელჩი ჰარცელი ოზურგეთში მიმდინარე ევროკავშირის პროექტების წარმომადგენლებსაც შეხვდა. კერძოდ, იგი დაესწრო ოზურგეთის ტექნოპარკში EU’s Skills4Jobs programme-ის ოთხი პროექტის პრეზენტაციას, სადაც განხილული იყო პროექტების საქმიანობის შედეგები, რომლებიც ოზურგეთის ახალგაზრდებისათვის უნარ-ჩვევების განვითარებისა და დასაქმების ახალი შესაძლებლობების შექმნას ისახავს მიზნად.

ამის შემდეგ სოციალურ საწარმოში – კაფე “რვას + 1” მოეწყო პროექტის “ქალების ძალა – ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში” საქმიანობისა და შედეგების პრეზენტაცია, რომელსაც გურიაში „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ ახორციელებს. შეხვედრაზე განიხილეს გენდერული თანასწორობის შესახებ მნიშნელოვანი საკითხები. 

ვიზიტის დასასრულს, მოეწყო გიორგი ქველიძის მიერ გადაღებული ფილმის ‘მე და ევროპა’ ჩვენება. ფილმი გვიყვება ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ღირებულებებზე და საქართველოს რეგიონებში, მათ შორის გურიაში, მცხოვრები ადამიანების ისტორიას. ჩვენებას დაესწრნენ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, აგრეთვე, ადგილობრივი სკოლების პედაგოგები.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ

  • თამრიკო მიქაძე, პრესისა და ინფორმაციის სამსახურის თანამშრომელი, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში,  Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu
  • ინგა ნიკაგოსიანი, ჯგუფის ხელმძღვანელი, EU4Georgia III, inga@commwithus.eu 577 293979

ელჩისვიზიტებისახალიამბები