ევროკავშირის მხარდაჭერით ოზურგეთში დასაქმების ფორუმი გაიმართა
8 ივნისს ოზურგეთში დასაქმების ფორუმი ჩატარდა. მისი მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის, იძულებით გადაადგილებული, სამუშაო გამოცდილების არმქონე, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უმუშევარი პირებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობა. ამასთანავე, ფორუმის ამოცანა იმის გააზრება გახლდათ, თუ რა მნიშვნელობა აქვს სექტორთა შორის თანამშრომლობას დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის საქართველოს რეგიონებში.
სამუშაოს 50 მაძიებლებს შესაძლებლობა ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ინტერერაქტიულ სემინარებში თემებზე: სამუშაოსთვის მზაობა და მოხალისეობა.
ფორუმის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიები შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევების, სექტორთა შორის თანამშრომლობის როლის და დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესების გზების შესახებ. ყურადღება დაეთმო ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლა და ამ დრომდე განხორციელებული წარმატებული პრაქტიკები.
დასაქმების ფორუმში მონაწილეობდნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, პროფესიული სასწავლებლების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები; დამსაქმებლები და სამუშაოს მაძიებლები, ადგილობრივი ბიზნეს-სუბიექტები, ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანიები და სხვა დაინტერესებული პირები.
დასაქმების ფორუმი გაიმართა ევროკავშირის დაფინანსებით და მისი ორგანიზატორები გახლდნენ ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი (ICI), პროექტი „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის/SECTORs“; განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) პროექტი „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!) LEARN“; საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) პროექტი „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება/LINKS”; დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო (SESA).
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
საკონტაქტო პირი: თამარ ღლონტი
ტელ: 599156384
ელ. ფოსტა: tamghlonti@gmail.com