fbpx
Skip to main content

საგრანტო კონკურსი სათემო პროექტების მხარდასაჭერად

29/07/2022

“საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი” (CSRDG), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში, აცხადებს საგრანტო კონკურსს სათემო პროექტების მხარდასაჭერად.

კონკურსის მიზანია, იმ სათემო პროექტების/ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საზოგადოებრივი, სათემო ორგანიზაციებისა და აქტივისტთა ჯგუფების გაძლიერებასა და მათი შესაძლებლობების განვითარებას როგორც საზოგადოებრივი ნდობის მოპოვების, ისე ადგილებზე არსებული შესაძლებლობების/რესურსების ეფექტურად გამოყენების კუთხით და, ამ მხრივ, გააუმჯობესებს სამოქალაქო სექტორის იმიჯს, მოქნილობასა და ფინანსურ მდგრადობას.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მოქმედ საზოგადოებრივ ან სათემო ორგანიზაციას, ასევე, საინიციატივო/აქტივისტთა ჯგუფს. ორგანიზაციას/ჯგუფს შეუძლია კონკურსში ერთზე მეტი საგრანტო განაცხადის წარმოდგენა. თუმცა, ერთ ორგანიზაციაზე/ჯგუფზე გაიცემა არაუმეტეს ერთი გრანტისა.

განაცხადის სრული პაკეტი მოიცავს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • პროექტის განაცხადი – მომზადებული ნიმუშის მიხედვით, რომელიც თან ერთვის საკონკურსო განცხადებას.
  • დანართი #1 – პროექტის საქმიანობის გეგმა – მომზადებული ნიმუშის მიხედვით, რომელიც თან ერთვის საკონკურსო განცხადებას.
  • დანართი #2 – დეტალური ბიუჯეტი – მომზადებული ნიმუშის მიხედვით, რომელიც თან ერთვის საკონკურსო განცხადებას.
  • საგრანტო პროექტის განმახორციელებელი გუნდის ძირითადი წევრების რეზიუმეები (CV).
  • განმცხადებლების ბოლო 6 თვის მანძილზე განახლებული ამონაწერი იურიდიულ პირთა რეესტრიდან (რეგისტრირებული ჯგუფის შემთხვევაში).

განაცხადების ელ-ფოსტით გამოგზავნის ბოლო ვადაა 2022 წლის 30 აგვისტო, 18:00 საათი.

კონკურსის სრულ პაკეტსა და დეტალურ ინფორმაციას გაეცანით მოცემულ ბმბულზე

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა/ჯგუფებმა განაცხადის სრული პაკეტი უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: STAR.community.grants@gmail.com

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • დაგვიკავშირდით ელექტრონული ფოსტის მისამართზე: STAR.community.grants@gmail.com
  • საკონტაქტო პირი – ანა ნადირაშვილი, გრანტების მენეჯერი.
    კონკურსთან დაკავშირებით შემოსული შეკითხვები, შესაბამისი პასუხებით, გამოქვეყნდება ორგანიზაციის ვებსაიტზე www.csrdg.ge
    საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება ZOOM პლატფორმის მეშვეობით შემდეგ დღეებში:
    20.07.2022, 15.08.2022 – 12:00 სთ-ზე
    საკონსულტაციო შეხვედრების ბმული:
    https://us02web.zoom.us/j/89218935070?pwd=teY6-zrQNDAxJpfZlFRhRcn3ewjpEY.1
    Meeting ID: 892 1893 5070
    Passcode: 243033