fbpx
Skip to main content

კლიმატის ცვლილების თემატური ბანაკი ქალებისა და ახალგაზრდებისთვის

03/03/2023

CENN, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “საქართველოს კლიმატის პროგრამა” ფარგლებში, ქალებისა და ახალგაზრდებისთვის აცხადებს მიღებას კლიმატის ცვლილების თემატურ ბანაკში მონაწილეობის მისაღებად.

ბანაკი მიზნად ისახავს ადგილობრივი თემების გააქტიურებას, მუნიციპალურ და რეგიონულ დონეზე კლიმატის ცვლილების საკითხების აქტუალიზაციის მიზნით. ბანაკის მონაწილეები გაივლიან თემატურ ტრენინგებს შემდეგ საკითხებზე: ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა, კლიმატის ცვლილება, მისი გამომწვევი მიზეზები, კლიმატის ცვლილების მიტიგაცია და მასთან ეფექტიანი ადაპტაცია, წყლის რესურსების ეფექტიანი მართვა, ენერგო ეფექტიანობა.

ბანაკში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ:

გურჯაანის, საგარეჯოს, ახმეტის (კახეთის რეგიონი), ზესტაფონის, ტყიბულის, ჭიათურის (იმერეთის რეგიონი), ლანჩხუთისა და ოზურგეთის (გურიის რეგიონი) და ონისა და ამბროლაურის (რაჭის რეგიონი) მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, 15-35 წლის, ახლაგაზრდებსა და  ქალებს.

შენიშვნა: ბანაკში მონაწილეობა არ შეუძლიათ იმ ქალებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც უკვე მონაწილეობდნენ აღნიშნულ ბანაკში 2022 წლის აპრილში ან სექტემბერში.

მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ ელექტრონული განაცხადის ფორმა ბმულზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა –  15 მარტი, 18:00 საათი. დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება.

ბანაკი გაიმართება ბულაჩაურის მწვანე ცენტრში 2023 წლის 3-დან 8 აპრილამდე.

–           საკონკურსო განაცხადების მიღების პერიოდი: 1  – 15 მარტი
–           შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება: 16-24 მარტი
–           ბანაკის განხორციელების პერიოდი: – 3-8 აპრილი

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
მირანდა აფაქიძე – miranda.apakidze@cenn.org

ბანაკი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე „საქართველოს კლიმატის პროგრამა“-ის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, კახეთის რეგიონული განვითრების ფონდთან (KRDF), ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითრების ასოციაცისთან (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობით.

პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებია: გურჯაანი, საგარეჯო, ახმეტა, ზესტაფონი, ტყიბული, ჭიათურა, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ონი და ამბროლაური. პროექტის მიზანია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მხარდაჭერა წყალსა და ჯანსაღ გარემოზე ადამიანის უფლებაზე განსაკუთრებული აქცენტით.