fbpx
Skip to main content

გახდი ახალგაზრდა ევროპელი ელჩი: განაცხადების მიღება დაწყებულია

07/09/2023

თუ ხარ 16-იდან 26 წლამდე ასაკის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) ერთ-ერთის, ევროკავშირის ან გაერთიანებული სამეფოს* მოქალაქე, ეს კონკურსი შენთვისაა. შეიტანე განაცხადი 1 ოქტომბრამდე და შეუერთდი „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ინიციატივას. 

კონკურსი 4 სექტემბერს EU NEIGHBOURS east პროექტმა დაიწყო. მასში მონაწილეობის მისაღებად შენ უნდა იყო:

  •  აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) ერთ-ერთის, ევროკავშირის ან გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე;
  •  16-იდან 26 წლამდე ასაკის;
  • ინგლისურის კარგი მცოდნე;
  • ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის საქმიანობით და ევროკავშირსა და შენს ქვეყანას შორის თანამშრომლობით დაინტერესებული;
  • სახალხო დიპლომატიით და ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობებით  დაინტერესებული და ცოდნის, გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარებისთვის მზად მყოფი;
  • შენი საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარების საქმეში წვლილის შეტანის მსურველი;
  • მოხალისეობრივი საქმიანობით დაინტერესებული და სამოქალაქო ჩართულობის აქტივობებისთვის დროის დათმობისთვის მზად მყოფი.

წარმატებული კანდიდატები დიალოგზე დაფუძნებულ ონლაინაქტივობებში ჩაერთვებიან და საკუთარი ქვეყნების ახალგაზრდებს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე წარმოადგენენ. მეტის გაგება ამ სააპლიკაციო გვერდზე შეგიძლია. 

განაცხადის შესატანად კანდიდატმა ეს სააპლიკაციო ფორმა უნდა შეავსოს 2023 წლის 1 ოქტომბრის შუაღამემდე, ცენტრალური ევროპული დროით (CET). აპლიკანტებმა განაცხადის სრულად შესავსებად უნდა დაასაბუთონ თავიანთი მოტივაცია და შეასრულონ შემოქმედებითი დავალება.

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების (YEAs) ინიციატივა არაპოლიტიკური, მოხალისეობრივი, ქმედითი საკომუნიკაციო ქსელია. ის ხელს უწყობს კავშირებისა და მეგობრული ურთიერთობების დამყარებას აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთის, უკრაინის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენელ ახალგაზრდებს შორის. 

დამატებითი ინფორმაცია

განცხადება

სააპლიკაციო გვერდი

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები და ხშირად დასმული კითხვები

გაიცანი მოქმედი ახალგაზრდა ევროპელი ელჩები 

დახურვის თარიღი:

ოქტომბერი 1, 2023